2. საექთნო სპეციალობაში მზადება შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში ხორციელდება.

3. საექთნო სპეციალობათა ნუსხა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

4. საექთნო და მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ხორციელდება.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024