ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 30.09.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/10/2015
matsne.gov.ge 403 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 13.06.2022 გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 11.03.2022 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 23.02.2016 ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებათა პროგრამების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 26.03.2021 ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 07.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში „ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    დადგენილება №32 2015 წლის 30 სექტემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის ბუჯეტის ხარჯების მუხლში ,, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,თვითმმართველობის ევროპული ქარტიის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართელოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 22-ე  მუხლების საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების მუხლში ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები  პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი პროგრამების/ ქვეპროგრამების  მოსარგებლის შერჩევისა და დაფინანსების შემდეგი  წესი:  1. აღნიშნული წესი შემუშავებულია  ,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივნისის №385 ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. წესი განსაზღვრავს ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების მუხლში ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და პროგრამების დაფინანსება (კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები  პროგრამული კოდი 05 04) დაგეგმილი  გრანტის  შინაარსის და  ერთწლიანი (მოკლევადიანი) ხანგრძლივობის მქონე პროგრამების/ქვეპროგრამების მოსარგებლის შერჩევის, გადაწყვეტილების მიღების, გამარჯვებულის დაფინანსების ფორმასა და  მექანიზმს. 3. მოსარგებლის შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით აცხადებს, საკონკურსო კომისიას ქმნის და საკონკურსო განაცხადის ფორმას ამტკიცებს  გამგებელი. 4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ხონის მუნიციპალიტეტის იურიდიულ მისამართზე  რეგისტრირებულ, შესაბამისი პროფილის, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პროექტების განხორციელების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. 5. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში,  საკონკურსო კომისიის სახელზე  შედგენილ განაცხადთან ერთად უნდა წარადგინოს შესაბამისი სამუშაოს პროგრამის/ქვეპროგრამის და მისი ბიუჯეტის  დეტალური აღწერა, სათანადო წესით დამოწმებული წესდების ასლი, რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და გამოცდილების დამადასტურებელი მასალები. 6. უპირატესობა მიენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ პროგრამის/ქვეპროგრამის  თანადაფინანსებას საკუთარი შემოსავლის (საწევრო შენატანები, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები) ხარჯზე, ასევე აქვთ პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების გაშუქებისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის  მეტი საშუალება. 7. საკონკურსო კომისიის მიერ პროგრამის/ქვეპროგრამის მოსარგებლის შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან გასაუბრების საფუძველზე.  კომისია შემოსულ განაცხადებს განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს აცნობებს განაცხადის მიღებიდან ხუთი  სამუშაო დღის ვადაში.  კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით და  ფორმდება ოქმის სახით. ოქმს ხელს აწერს კომისიის  ყველა წევრი. 8. დაგვიანებით და არასრულყოფილად წარდგენილ  დოკუმენტაციას კომისია არ განიხილავს, რის შესახებაც დაუყონებლივ აცნობებს განმცხადებელს.  9. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა სუბსიდია (გრანტი) ერჯერადი გასაცემლის სახით, ხელშეკრულების გაფორმებიდან  ხუთი სამუშაო დღის ვადაში.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე