გორის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2022 წლის 11 მარტი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
2. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა ექცეოდეს გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
ა) გორის მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში მერი);
ბ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გ) სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო;
დ) მთავარი კოორდინატორი;
ე) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი (შემდგომში წარმომადგენელი);
ვ) წარმომადგენლობითი საბჭო;
2. მერი პასუხისმგებელია სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებისთვის შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაზე, ფინანსების გამოყოფაზე, საინფორმაციო მხარდაჭერაზე. გამარჯვებული პროექტების გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვაზე და სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის ჯეროვნად განხორციელებაზე.
3. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად გორის მუნიციპალიტეტის მერისგან ისმენს ანგარიშს სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების შესახებ. გასცემს რეკომენდაციებს.
2. გორის მუნიციპალიტეტის მერი ყოველი კალენდარული წლის 1 აპრილამდე სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე განსაზღვრავს მომდევნო წელს სამოქალაქო ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტს, თემატიკას, ტერიტორიას (ადმინისტრაციულ ან/და ტერიტორიულ ერთეულებს), დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობას და თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ და მინიმალურ ოდენობას, დასაფინანსებელი პროექტების წარდგენის ფორმებსა და ვადებს, სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ეტაპების ვადებს.
3. სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს ფუნქციები განისაზღვრება სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.
4. სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო ანგარიშვალდებულია მერთან.
გორის მუნციპალიტეტის მერი ბრძანებით განსაზღვრავს სამოქალაქო ბიუჯეტის მთავარ კოორდინატორს. მთავარი კოორდინატორი თავისი საქმიანობით უზრუნველყოფს:
ა) გორის მუნიციპალიტეტის დონეზე სამოქალაქო ბიუჯეტის განხოციელების პროცესში ჩართული ყველა ერთეულის საქმიანობათა კოორდინაციასა და კომუნიკაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მხრიდან დროულ და ეფექტიან ტექნიკურ მხარდაჭერასა და ექსპერტიზის განხორცილებას;
გ) სამოქალაქო ბიუჯეტის განხორცილების შესახებ ანგარიშგების მომზადებასა და გორის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენას;
დ) ხელს უწყობს გორის მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში (ზონა/უბანი) წარმომადგენლობითი საბჭოების ფორმირებას.
ე) სხვა ღონისძიებების განხოციელებას რომელიც მიმართული იქნება სამოქალაქო ბიუჯეტის ეფექტიან განხორცილებაზე.
ა) ადმინისტრაციულ ერთეულის დონეზე სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სამოქალაქო ბიუჯეტის მიზნებისა და განხორციელების წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას;
გ) სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიან განხორციელებას;
დ) მის პასუხიმგებლობას დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს ფორმირების, მისი ეფექტიანი მუშაობის და ანგარიშგების ხელშეწყობას.
2. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა ხმათა უმრავლესობით წარმომადგენლობით საბჭოს სხდომაზე, ხოლო მდივანია მთავარი კოორდინატორი. საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის 2/3. წარმომადგენლობითი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით შეარჩევს კონკრეტულ საპროექტო ინიციატივას, რომელიც ამ პროგრამის შესაბამისად იგზავნება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
3. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) ახორციელებს წარმოდგენილი საპროექტო ინიციატივების შინაარსობრივ ანალიზს და შერჩეულ საპროექტო ინიციატივებს წარადგენს სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოში.
ბ) მონიტორინგს უწევს შერჩეული პროექტების განხორციელებას;
2. მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელება არ სცილდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, არ აღემატება კონკრეტული ტერიტორიული ერთეულისთვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ თანხას და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის: ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური, სპორტული;
3.პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით, რომელსაც ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.
4. სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომი უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საქმის წარმოების განყოფილებაში, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე gori.gov.ge.
ა) გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ , ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შექმნა.
ბ)მერის მიერ, სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოსთან კონსულტაციის საფუძველზე, პროექტების საერთო ბიუჯეტის, ტერიტორიის (ზონებს/უბნებს/ადმინისტრაციულ/ტერიტორიულ ერთეულებს), დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის და თითოეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალურ ოდენობის განსაზღვრა, დასაფინანსებელი პროექტების წარდგენის ფორმებსა და ვადებს განსაზღვრა . სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ეტაპების ვადების განსაზღვრა.
გ) საინფორმაციო შეხვედრები - წარმომადგენელი მთავარ კოორდინატორთან ერთად მის პასუხიმგებლობას დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ თითოეულ დასახლებული პუნქტში ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს (არანაკლებ ერთ შეხვედრისა) , სადაც მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების მიზნებზე და არსებულ შესაძლებლობებზე, ასევე საპროექტო ინიციატივების წარდგენის წესებზე.
დ) საპროექტო ინიციატივების წარდგენა - საპროექტო ინიციატივების წარდგენა ხორციელდება მერის ბრძანებით წინასწარ დადგენილ ვადაში და ფორმატით. თითოეულ აპლიკანტს შეუძლია არაუმეტეს ორი საპროექტო ინიციატივის წარდგენა.
სააპლიკაციო ფორმები უნდა გამოიგზავნოს გორის მუნიციპალიტეტის ელფოსტის მისამართზე samokalakobiujeti.gori@gmail.com ან შემოტანილ იქნას მერიის ადმინისტრაციის შენობაში, კანცელარიაში საპროექტო ინიციატივის ავტორის, წარმომადგენლის ან გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირის მეშვეობით.
ე) საპროექტო ინიციატივების განხილვა სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს მიერ – პროექტის მთავარი კოორდინატორი საპროექტო ინიციატივების განაცხადებს წარუდგენს სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს, სხდომაზე განსახილველად. საპროექტო ინიციატივების ანალიზის მიზნით სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ. სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მაგრამ არა ნაკლებ 3 წევრი.
ე.ა) მერის მიერ დადგენილ ვადებში, სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭო მისი დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს წარდგენილი იდეების ანალიზს რაც მოიცავს სამართლებრივი ასპექტებს, (არის თუ არა მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი განახორციელოს წარმოდგენილი საპროექტო ინიციატივები); ტექნიკური ასპექტებს (ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია საპროექტო ინიციატივების განხორციელება); ფინანსური ასპექტებს (წარმოდგენილი საპროექტო ინიციატივების სავარაუდო ღირებულების შეფასება და შესაძლებლობების განსაზღვრა); პროექტის განხორციელების ვადები (წარმოდგენილი საპროექტო ინიციატივების განხორციელების სავარაუდო ვადების თავსებადობა შესაძლებლობების ფარგლებში) და ემსახურება თუ არა პროექტის განხორციელება საზოგადოებრივ ინტერესს (წარმოდგენილი საპროექტო ინიციატივების აქტუალობა ადმინისტრაციული ერთეულების მაცხოვრებელთათვის რამდენად აქტუალურია);
ე.ბ) საპროექტო ინიციატივა, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოირიცხება და მიეთითება დეტალური მიზეზი, თუ რატომ არ იქნა შერჩეული აღნიშნული შემდეგ ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, რაც დაუყონებლივ ეცნობება იდეის ავტორს წერილობითი სახით.
ე.გ)საპროექტო ინიციატივების ტექნიკური ანალიზის პროცესში საბჭო უფლებამოსილია მოახდინოს საპროექტო იდებიის ფინანსური და ტექნიკური მხარის ცვლილება, ასევე მსგავსი პროექტების კომბინირება.
ე.დ ) სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს შემდგომ შეკრებაზე ხორციელდება იდეების საბოლოო ანალიზი, რომლის შედეგად საბჭო გამოავლენს განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ მოთხოვნებს. ყოველი საპროექტო წინადადებაზე ტარდება კენჭისყრა და დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ხმა.
ე.ე) საპროექტო ინიციატივას, რომელიც საბოლოო ანალიზის შედეგად აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ენიჭება პროექტის სტატუსი, გადაეცემა მთავარ კოორდინატორს წარმომადგენლობით საბჭოებზე საბოლოოდ განხილვის მიზნით, ასევე თავსდება მერიის ოფიციალურ გვერდზე.
ვ) გამარჯვებული პროექტების გამოვლენა -
ვ.ა) წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს პროექტებს და სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობის საფუძველზე გამოავლენს განსახორციელებელ პროექტს.
ვ.ბ) წარმოადგენლობითი საბჭოს სხდომას ესწრება და ოქმს ადგენს მთავარი კოორდინატორი რომელიც გამოვლენილ პროექტს წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის მერს მომდევნო წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით.
ზ) შერჩეული პროექტების ბიუჯეტში ასახვა – პროექტები რომელიც არჩეულ იქნება წარმომადგენლობით საბჭოს მიერ ასახული იქნება გორის მუნიციპალიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტში და ექვემდებარება დაფინანსებას.
იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი საპროექტო ინიციატივების ჯამური თანხა თითოეული ტერიტორიული ერთეულისათვის გამოყოფილი თანხაზე ნაკლებია, დარჩენილი ნაშთი რჩება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
თ) პროექტების განხორციელება - გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახული პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ახორციელებს ბაზრის კვლევას და საჭიროების შემთხვევაში - საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას;
თ.ა) ბაზრის კვლევის ან/და მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გათვალისწინებით შესაძლებელია პროექტის ღირებულების ცვლილება, ასევე პროექტის ავტორთან შეთანხმებით შესაძლებელია პროექტის ფარგლებში ცალკეული ღონისძიების კორექტირება და შეცვლა, რაც არ უნდა იწვევდეს პროექტის მიზნებისა და მოსალოდენლი შედეგების არსებით ცვლილებას;
თ.ბ) შემდგომ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური ახორციელებს პროექტების ფარგლებში საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას;
თ.გ) პროექტის განხორციელების, მათ შორის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს პროექტის ავტორის ინფორმირებას და ჩართულობას , ასევე პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას
ი) ანგარიშგება და კონტროლი - გორის მუნიციპალიტეტის მერი გასული წლის ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშს, სადაც აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ი.ა) სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის მიმოხილვა - დარეგისტრირებული პროექტების ჩამონათვალი და აღწერა, ანალიზის შედეგები, გამარჯვებული პროექტები.
ი.ბ) დაგეგმილი და ფაქტიურად განხორციელებული პროექტების შესახებ ფინანსური ინფორმაცია.
ი.გ) სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მიზნებისა და მიღწეული შედეგების შედარება;
ი.დ) სამოქალაქო ბიუჯეტის პროცესის გამოწვევები და მიღწევები.
ი.ე) საკრებულო შესაბამის კომისიებში იხილავს, იძლევა შეფასებებს და რეკომენდაციებს პროექტების მიმდინარეობასთან და შედეგებთან დაკავშირებით.