„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილეებს და აღსრულების პოლიციის სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისა) შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.
2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.
3. 142 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების პოლიციელი არის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4367-Iს |
ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებს (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირებისა) შრომითი ხელშეკრულებით სამსახურში იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სააღსრულებო ბიუროს დებულებასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.“.3. 142 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების პოლიციელი არის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.“.მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.🔗
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4367-Iსხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4367-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 070000000.05.001.017940.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.12.2016-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4367-Iს, 27.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 070000000.05.001.017940 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3008498/