შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
პატივცემულო პარტნიორო
შპს „მარგის” 2015 წლის 26 სექტემბრის პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად (განცხადება №B15199203) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №B15199203/3 გადაწყვეტილებაში მითითებული ხარვეზის (საერთო კრებაზე შესაბამისი კვორუმის არარსებობა) აღმოფხვრისათვის ვიწვევთ შპს „მარგის” პარტნიორთა განმეორებით საერთო კრებას შემდეგი დღის წესრიგით:
„საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა”.
კრება გაიმართება 2015 წლის 5 ნოემბერს (ხუთშაბათი), 1200 საათზე საზოგადოების ოფისში (მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №4).
განგიმარტავთ, რომ საზოგადოების წესდების $8-ის მე-4 ნაწილის თანხმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე მხოლოდ ერთი პარტნიორი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული კრების მუშაობაში სრულუფლებიანი მონაწილეობა შესაძლებელია თქვენი წარმომადგენლის (სასურველია _ რომელიმე პარტნიორის) მეშვეობითაც, თუკი მას ხელთ ექნება:
ა) თქვენი მინდობილობა (ხელნაწერის სახით) აღნიშნული კრების მუშაობაში თქვენს სრულუფლებიან წარმომადგენლად მისი მონაწილეობის შესახებ (წარმომადგენლის პირადი ნომრის ჩვენებით).
ბ) საკუთარი პირადობის მოწმობა .
პატივისცემით,
დირექტორი ოლეგ ვადაჭკორია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.10.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- „შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 20.10.2015. მიმღები ორგანო — შპს „მარგი“. დოკუმენტის ნომერი — №22.
- სად არის „შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.10.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „მარგი“-ს პარტნიორთა განმეორებით საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №22, 20.10.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3024168/