„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 სექტემბრის №2008 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2278
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020186
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2278

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17სექტემბრის №2008 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად მ. ჯანელიძის, ლ. ხუციშვილისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 სექტემბრის №2008 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის” საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ლ. ხუციშვილის, ი. ქავთარაძის, გ. არველაძისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ”

2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ცვლილების ოქმზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირმა ქავთარაძე და გენადი არველაძე, ხოლო საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად ასევე დაინიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.“.

პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი