„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ი. ქავთარაძის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №1524 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2435
2015 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ი. ქავთარაძის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №1524 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ი. ქავთარაძის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №1524 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. განკარგულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთგვაროვანი პირობების მიღებისა და აღნიშნული ინსპექტირების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად შ. თადუმაძისა და ი. ქავთარაძის დანიშვნის შესახებ“.
2. განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე“.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი