შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2339
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/11/2015
matsne.gov.ge 528 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 28.07.2015 შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 03.07.2015 შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 30.12.2014 შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 24.11.2015 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 08.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2339 2015 წლის 29 ოქტომბერი ქ. თბილისი შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ 1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ) და კომპანია „Pomagalski“-ს შორის, 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულება) ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მიმდინარეობს შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემდგომში - კომპანია) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსახლების სამოქმედო გეგმის და კომპანია „Pomagalski“-ს მიერ დაპროექტების კვლევების დაწყებისათვის საჭირო მონაცემების მომზადება. 2. ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიამ უზრუნველყოს:  ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულების შემდგომ მომზადებული განსახლების გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა;  ბ) კომპანია „Pomagalski“-ს მიერ მოსაწოდებელი რევერსული გონდოლებიანი საბაგიროების დასაწყობებისთვის საჭირო სასაწყობო ფართის მოძიება, სასაწყობო შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ამ დოკუმენტაციის მიხედვით, სასაწყობო შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სამონტაჟო და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის საჭირო სამუშაოების და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა;  გ) საბაგიროების მშენებლობისათვის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის საჭირო დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და მათთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა კომპანიის მიერ განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის 3​1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვა კომპანიის მიერ განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრულად დაფინანსებისა და ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს: ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, 800 000 (რვაასი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა; ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით. 6. სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა. 7. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი                                                                         ი. ღარიბაშვილი