საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.11.2015
ძალაში შესვლა 09.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №90
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018951
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| 26 - 50 მსმენელი | 270 |
| 51 - 70 მსმენელი | 300 |
| 71 - 90 მსმენელი | 330 |
| 91 - 130 მსმენელი | 390 |
| 1 - 25 მსმენელი | 100 |
| სასტუმრო ოთახების დროებით სარგებლობაში გადაცემა | ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით) ერთი დღე |
| ლუქსის ტიპის ნომერი | 120 |
| ორადგილიანი ნომერი | 90 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მიერ საკუთარ სერვისებთან დაკავშირებით გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურების ოდენობების, საფასურის გადახდის, მათი გადახდისაგან გათავისუფლებისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისა და დაჩქარებული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №565
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში –
ცენტრი) მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური თანდართული დანართის შესაბამისად. ცენტრის მიერ გაწეული სხვა მომსახურების განფასება ხდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
2. დადგინდეს, რომ:
ა) დაინტერესებული პირი იხდის დადგენილი მომსახურების საფასურს (შემდგომში – საფასური) ცენტრთან წერილობითი ფორმით გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) პირობების შესაბამისად;
ბ) საფასური შეიძლება გადახდილ იქნეს წინასწარ, მომსახურების გაწევის შემდეგ ან ეტაპობრივად, ცენტრსა და დაინტერესებულ პირს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით.
3. გადახდილი საფასური ექვემდებარება უკან დაბრუნებას, თუ:
ა) საფასური გადახდილია დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, რა დროსაც საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის;
ბ) ცენტრი მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით და/ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. ამ დადგენილების გათვალისწინებით, ხელშეკრულების სხვა პირობებს განსაზღვრავს ცენტრი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.
5. ხელშეკრულება არ ფორმდება და შესაბამისად, საფასურის გადახდა არ ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურების მიმღებია ცენტრის თანამშრომელი.
მუხლი 2🔗
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის საფასურის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 სექტემბრის №494 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 9 ნოემბრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების სახეები და ამ მომსახურების საფასური ლარში
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო
ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის,
ნახევარი დღით (4 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით)
26 - 50 მსმენელი
235
51 - 70 მსმენელი
265
71 - 90 მსმენელი
295
91 - 130 მსმენელი
355
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო
ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის საკონფერენციო დარბაზის,
სრული დღით (8 საათით), დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით)
26 - 50 მსმენელი
270
51 - 70 მსმენელი
300
71 - 90 მსმენელი
330
91 - 130 მსმენელი
390
სასწავლო/სატრენინგო/საკონფერენციო
ან სხვა მსგავსი მიზნებისათვის სატრენინგო ოთახის დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ხარჯი (დღგ-ის ჩათვლით) ერთი დღე
1 - 25 მსმენელი
100
სასტუმრო ოთახების დროებით სარგებლობაში გადაცემა
ერთი ოთახის ჯამური ხარჯი
(დღგ-ის ჩათვლით)
ერთი დღე
ლუქსის ტიპის ნომერი
120
ორადგილიანი ნომერი
90