აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.11.2015
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016229
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.11.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე | აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ „ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №41
2015 წლის 9 ნოემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულება
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება ადგენს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდის (შემდგომში ,,ვებგვერდი“) შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, თვითმმართველობის ორგანოების, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტის ორგანოებს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.abasha-sakrebulo.ge
.
მუხლი 2🔗.
ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ)ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
მუხლი 3🔗.
ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და
ორგანიზაციები.
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივად განახლებადი;
ბ) ყოველკვირეული;
გ) ყოველთვიური.
მუხლი 4🔗.
ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულები უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებების, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და ინტერნეტ-რესურსების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების, და დაწესებულებების და ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისათვის მიწოდებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე განსათავსებლად.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებვერდზე დროულ განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 12.00 სთ;
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 12.00 სთ;
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 12.00 სთ;
დ) ფორსმაჟორის დროს საჭიროებისამებრ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
1. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებებია:
ა) მთავარი (მუნიციპალიტეტის სიახლეები);
ბ) მუნიციპალიტეტი;
გ) თვითმმართველობა;
დ) საჭირო ინფორმაცია;
ე) კონტაქტი.
მუხლი 6🔗.
ვებგვერდის განყოფილებათა სტრუქტურა
1. ვებგვერდის მუნიციპალიტეტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ჩვენს შესახებ (ზოგადი ინფორმაცია, გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, რუკა, მოსახლეობა, სიმბოლიკა, მუნიციპალიტეტის ხედები);
ბ)მოქალაქეთა მიღება;
გ) საკონტაქტო ინფორმაცია (მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვა საკონტაქტო მონაცემები);
4) არქივი.
2. თვითმმართველობის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებად:
ა) საკრებულოს წევრები. (საკრებულოს წევრების მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი);
ბ) საკრებულოს თავმჯდომარე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი, ელ.ფოსტის მისამართი);
გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, სამსახურის ტელეფონი, ელ.ფოსტის მისამართი);
დ) საკრებულოს კომისიები (კომისიის თავმჯდომარეების და წევრების საკონტაქტო ინფორმაცია);
ე) საკრებულოს ფრაქციები (ფრაქციების თავმჯდომარეების და წევრების საკონტაქტო ინფორმაცია);
ვ) საკრებულოს აპარატი (საკრებულოს აპარატის უფროსის მოკლე ბიოგრაფია და აპარატის თანმაშრომლების საკონტაქტო ინფორმაცია);
ზ) სამართლებრივი აქტები (დადგენილებები, განკარგულებები, ბრძანებები, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი);
თ) კანონმდებლობა;
ი) პრესრელიზი;
კ) სასარგებლო ბმულები;
ლ) გალერეა;
მ) ანონსი;
ნ) ვაკანსია.
მუხლი 7🔗.
დასკვნითი დებულებები
დებულებაში ცვლილების და დამატების შეტანა ხორციელდება დებულების დამტკიცებისათვის დადგენილი წესით.