სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2384
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ს შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე №142-ში მდებარე 54.67 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.04.017.037.15.500) და ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „თელასს“ (ს/კ: №202052580).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
4. ამ განკარგულების პირველი, მეორე და მესამე პუნქტები ძალაშია სს „თელასის“ მიერ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქნავთობპროდუქტის“ (ს/კ: №201990701) მიმართ არსებული 87 000 (ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით ელექტროენერგიის დავალიანების წერილობით პატიებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“?
- „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ მიღებულია 09.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2384. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020284.
- სად არის „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“, №2384, 09.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020284 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3051418/