ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა);

ბ) მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);

ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ზ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

თ)  საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

კ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

მ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ნ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ო) საქართველოს კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“;

პ) საქართველოს კანონი ,,ნოტარიატის შესახებ“;

ჟ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება;

რ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება;

ს) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ტ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

უ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;

ფ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ქ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

ღ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

ყ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

შ) ციხის ევროპული წესები;

ჩ) გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ და მისი ფაკულტატური ოქმი;

ც) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ძ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“