ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის გაოცდილება (სასურველია);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);

ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

2. პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

ბ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;

გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;

ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;

თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;

ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;

ლ) ციხის ევროპული წესები;

მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;

ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“) (არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან შესაბამის განყოფილებაში დასაქმების შემთხვევაში