ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სამსახურში;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
დ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია);
ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.
2. პენიტენციური დაწესებულების ოპერატიული მორიგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი”;
გ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;
დ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ვ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების, წახალისების წესისა და ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №144 ბრძანება;
ზ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანება;
თ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს;
ი) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
კ) პატიმრებთან მოპყრობის გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები;
ლ) ციხის ევროპული წესები;
მ) წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია;
ნ) გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ („პეკინის წესები“) (არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ან შესაბამის განყოფილებაში დასაქმების შემთხვევაში