ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

არჩევნებთან/რეფერენდუმთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს ცესკოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადება/საჩივრებს და დასკვნებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და ცესკოს;

წარმოადგენს ცესკოს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;

ცესკოს სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;

საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყავს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

ახდენს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის  მოძიებასა  და მიწოდებას;

ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას;

ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტების პროექტების ვიზირებას;

საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას);

როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში იურიდიულ კონსულტაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიებს;

ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;

ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

დაუყოვნებლივ გადაცემს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებ