ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;

გეგმავს და ეტაპობრივად ახორციელებს არსებული კომპიუტერული ქსელის გაფართოებას,  მასში საარჩევნო ოლქებისა და უბნების ჩართვის გზით;

აყალიბებს მონაცემთა ბაზების შექმნის ერთიან კონცეფციას, ქმნის შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს მას ქვემდგომ კომისიებში;

ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;

ცესკოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;

ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებასა და საჭიროების შემთხვევაში, მათ მოდიფიცირებას;

უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზაციას და შენახვას;

ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;

უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა  და დროულად დამუშავებას;

უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას;

უზრუნველყოფს საარჩევნო სიების განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები);

უზრუნველყოფს კოორდინაციას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების    მიზნით;

საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინაციას საჯარისო ფორმირებების, პენიტენციური დაწესებულებების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის;

უზრუნველყოფს საარჩევნო სიების საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის მიწოდებას, დაბეჭდვის მიზნით;

ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ, წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს  მათ  კომისიის თავმჯდომარეს;

კონსულტაციებს უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტებს;

უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას, ამომრჩეველთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის დროს;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას;

ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა  მოვალეობებ