ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას ცესკოს მისიის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ;

არეგულირებს ცესკოს ურთიერთობას პრესასთან, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გეგმავს და ორგანიზებას უწევს პრესასა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

უზრუნველყოფს ცესკოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და საზოგადოებისათვის მიწოდებას;

აკეთებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ყოველდღიურ მიმოხილვას და წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს;

აწარმოებს პრესის არქივს;

ამზადებს ცესკოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეტყობინებებს, განცხადებებსა და საინფორმაციო ხასიათის მასალებს და უზრუნველყოფს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მათ გავრცელებას;

ამზადებს პრესრელიზებს, ბიულეტენებს, მიმოხილვებს, სტატიებს და ავრცელებს მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებით;

გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დაინტერესებული პირებისთვის პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარებას;

გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარებისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ჩატარებას;

გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს საარჩევნო საკითხებზე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით;

გასცემს ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით და უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას;

ადმინისტრირებას უწევს ცესკოს ვებგვერდს;

უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების მიერ ამავე მუხლის 62 პუნქტის შესაბამისად გადაცემული, ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში;

უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 51-ე მუხლის 62 პუნქტით განსაზღვრული, ცესკოსათვის მაუწყებლის მიერ (რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო) გადაცემული რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით  განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე ინფორმაციის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას, მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში;

უზრუნველყოფს, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, კოდექსით  დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას;

კოორდინაციას უწევს ცესკოს საგარეო ურთიერთობებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების საარჩევნო სტრუქტურებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან;

გეგმავს, ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს ცესკოს წარმომადგენლების ვიზიტებს საზღვარგარეთ;

საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცესკოს განკარგულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის შესრულებას;

გეგმავს და ორგანიზებას უწევს უცხოური დელეგაციების ვიზიტებს ცესკოში;

თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგენს პროექტებს და კონცეფციებს, წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებს;

გეგმავს და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების დელეგაციებთან  შეხვედრებს  და მოლაპარაკებებს;

წარმოადგენს საკონტაქტო სამსახურს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ურთიერთობისას;

ზედამხედველობას უწევს აღნიშნული ორგანიზაციების ინფორმაციულ უზრუნველყოფას;

ახდენს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკისა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას;

ხელს უწყობს ცესკოს პროაქტიულ კომუნიკაციაში დაინტერესებულ მხარეებთან (მედია, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, საერთაშორისო ორგანიზაციები);

ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მოთხოვნის საფუძველზე ორგანიზებას უწევს ყველა დონის საპროტოკოლო ღონიძიებას;

ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებ