ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის პერიოდულ ანგარიშგების მომზადების კოორდინაციას, მათ კონსოლიდაციასა და საჭიროებისამებრ ცესკოსათვის განსახილველად წარდგენას;

იმ პროექტების კოორდინაციას, რომელთა განხორციელებაში ჩართულია საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა  სტრუქტურული ერთეული;

პროექტების მართვას ან/და კოორდინაციას, რომლებსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან დაინტერესებულ მხარეებთან ერთად;

პროექტების ინიციირებასა და მომზადებას, პროექტების განსახორციელებლად საჭირო რესურსების (ადამიანური, მატერიალურ-ტექნიკური) დაგეგმვასა და განაწილებას. პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული  ღონისძიებების ჩატარებას;

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვას (სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავება);

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შეფასებასა და ანალიზს;

საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამოქმედო გეგმის შესრულებას, ამავე საკითხებზე მომუშავე საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის კომისიის მუშაობის ორგანიზებას;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ახალგაზრდებისა და სხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა შესაძლებლობების გაზრდას საარჩევნო პროცესში, კოორდინაციას უწვეს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას;

ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან მუშაობას და ახორციელებს ამ ჯგუფთა საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზების პროცესის ხელშეწყობას და კოორდინაციას უწევს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის დაგეგმვასა და შესრულებას;

ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებ