ცესკოს თავმჯდომარე:
ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;
უძღვება ცესკოს სხდომებს;
განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;
რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;
რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;
სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;
სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;
სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს;
საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
ხელს აწერს ცესკოს დადგენილებებსა და განკარგულებებს, ასევე, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებებს;
ხელს აწერს ცესკოს სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;
გამოსცემს ბრძანებებს შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით;
გასცემს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
ნიშნავს და ათავისუფლებს ცესკოს აპარატის თანამშრომლებს;
წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სხვა პირებთან, მათ შორის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებთან ურთიერთობაში;
ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს;
საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულიდან ნიშნავს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვისათვის პერსონალურად პასუხისმგებელ პირებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ქმნის და ნიშნავს გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების არსებობის, გამოყენებისა და შენახვის შემმოწმებელი კომისიის წევრებ