„საქართველოს ვიზის გაცემის, მისი მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №280 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №603 |
|
2015 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი.
„31. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევები, წესი და პირობები განისაზღვრება სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
3. 32-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია გამოითხოვება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 და 31 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სავიზო განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს, სამინისტრო უფლებამოსილია, სავიზო განაცხადში შეიტანოს შესწორება წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად და ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოვლენის მიზნით, ინფორმაცია ხელმეორედ გამოითხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო ამ წესის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის გამოვლენის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.“.
|