,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ”;
მიღების თარიღი 08.12.2015
გამომცემი ორგანო მარტვილის მუნიციპალიტეტი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.109.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია | მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული საქმიანობის (მუშაობის) შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ”;
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №39
2015 წლის 8 დეკემბერი
ქ. მარტვილი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი (დანართი№1);
ბ) მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა (დანართი№2).
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი №1
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 11.11.2019წ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისა (შემდგომში „მერი“) და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში „საკრებულოს წევრი“) მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2.ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ შემთხვევებში, უზრუნველყოს მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობაში.
მუხლი 2🔗. მერისა და საკრებულოს წევრის მიერ მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მერი და საკრებულოს წევრი ვალდებულნი არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1-ლი ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. მერი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილნი არიან მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყონ და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს საკრებულოსა და მერიის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და/ან მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
4. საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.
მუხლი 3🔗.
მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 4🔗.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს, შეუზღუდავად დაესწროს საჯარო ანგარიშების განხილვას.
2. საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უფლება აქვთ დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.
3. მერი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 5🔗.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით.
2. მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.
3. მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან შეხვედრისას დგება ამომრჩეველთან შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იქნეს ამომრჩეველთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო-ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის
შესახებ ანგარიშის ფორმა
საკრებულოს წევრის სახელი, გვარი _________________________________________________
თანამდებობის დასახელება _________________________________________________________
ფრაქციის დასახელება ______________________________________________________________
კომისი(ებ)ის დასახელება ___________________________________________________________
არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით) ____________________________________
საანგარიშო პერიოდი 20 ___ წლის _______ -დან 20 _____ წლის ___________ მდე.
ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) ________________________________________________
1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:
1.სულ საკრებულოს სხდომის რაოდენობა __________
საკრებულოს სხდომებზე დასწრება _____________
2.სულ კომისიის სხდომების რაოდენობა _____________ მ/შ დროებითი კომისიების __________
კომისიის სხდომებზე დასწრება _______________ მ/შ დროებითი კომისიების _______________
3. სულ ფრაქციების სხდომების რაოდენობა ___________
ფრაქციის სხდომებზე დასწრება ___________________
4. საკრებულოს წევრების მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები
______________________________________________________________________________________________
5. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა
_______________________________________________________________________________________________
6. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა _____________ და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა
7. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები
_______________________________________________________________________________________________
8. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)
_______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა
_______________________________________________________________________________________________
შევსების თარიღი _________________
წარდგენის თარიღი _______________
ხელის მოწერა ____________________
.