ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მომართა 7 ფიზიკურმა და 22 იურიდიულმა პირმა, რომელთაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად წერილობითი პასუხი გაეცათ კანონით გათვალისწინებულ ვადებში.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაწესებულების მიერ. გადაწყვეტილებას კონტროლს უწევდა საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ კუპატაძე.
2015წლის მანძილზე საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის არც ერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი,
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ კუპატაძე