ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.12.2015
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.134.016183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საპატიო ქედელი“-ს წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.10.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 15 დეკემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესები თანახმად დანართი №1-ისა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ფორმა თანახმად დანართი №2-ისა.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საპატიო ქედელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 ოქტომბრის №29 დადგენილება (ვებგვერდი, 111031015, 01.11.2011 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010330000.35.134.016047).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი №1
ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესები
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
საპატიო წოდებებია:
ა)
საპატიო ქედელი;
ბ)
ქედის საპატიო მოქალაქე;
გ)
დამსახურებული მოღვაწე (მაგ.: დამსახურებული პედაგოგი).
2.
საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3.
საპატიო ქედელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა)
განსაკუთრებული დამსახურება ქედის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ)
მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქედის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ)
მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქედის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4.
ქედის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქედის მუნიციპალიტეტში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა)
განსაკუთრებული დამსახურება ქედის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ)
მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქედის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ)
მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ქედის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5.
დამსახურებული მოღვაწის წოდება შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
6.
საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2🔗.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მიმნიჭებელი საბჭო (შემდეგში – საბჭო) იქმნება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
2. საბჭოს შემადგენლობას და საქმიანობას განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის მერს;
დ)
საზოგადოებრივ გაერთიანებას;
ე)
არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთოდეს ქედის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
2.
საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მოწმობა.
3.
საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
ზ) კანდიდატი ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციას წარმოადგენს მხოლოდ, მისი კანდიდატურის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისა და მერისთვის რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ.
4. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს საბჭოს.
5. საბჭო ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭება
საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს ანიჭებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი, საბჭოს წარდგენის საფუძველზე.
2. საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა, რომელსაც ქედის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი და იგი დასტურდება ქედის მუნიციპალიტეტის მერის ბეჭდით.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ქედის მუნიციპალიტეტის მერი.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – ,,საპატიო ქედელი“.
6. საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებასა და წიგნში ჩანაწერის გაკეთებას უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
დანართი №2
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს დადგენილება №36 - ვებგვერდი, 03.09.2018წ.
ქედის მუნიციპალიტეტი
მ ო წ მ ო ბ ა №
ქედის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება „ ___________________“ მიენიჭა
ბატონ/ქალბატონ ______________________________
(სახელი, გვარი)
ქედის მუნიციპალიტეტის მერის 20__ წლის __ __________________ №____ ბრძანებით
ქედის მუნიციპალიტეტის მერი ________________________
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)