სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 23.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016018
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი | სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ სადაზღვევო ბროკერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმების დადგენისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მიმოხილვის წესის შესახებ კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№10
2015 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ს” ქვეპუნქტისა და 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესი” თანდართულ დანართთან ერთად.
2.
ამ ბრძანების ამოქმედებამდე რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერების მიერ „სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესით” დამტკიცებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულ იქნეს 2016 წლის 01 იანვრიდან.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სადაზღვევო ბროკერების მიერ სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) წარსადგენი ანგარიშგების ფორმების მომზადებისა და წარდგენის წესს, ასევე მათი წარდგენის ვადებს.
2. ეს წესი განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, სამსახურის მიერ რეგისტრირებული ყველა სადაზღვევო ბროკერისთვის.
მუხლი 2🔗. ანგარიშგების მომზადება
1. სადაზღვევო ბროკერი ვალდებულია მოამზადოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამ წესისა და დანართების (დანართი №1, დანართი №2) მიხედვით.
2. სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგება ზუსტად და რეალურად უნდა ასახავდეს მისი საქმიანობის შედეგებს.
3. ანგარიშგებაში თანხები აღრიცხული უნდა იქნეს ერთეულ ლარებში. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული თანხები წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში ასახული თანხა ექვემდებარება გადათვლას ეროვნულ ვალუტაში, სადაზღვევო ხელშეკრულების/პოლისის ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ანგარიშგების ფორმები
1. სადაზღვევო ბროკერის ანგარიშგება შედგება ორი დანართის მიხედვით შედგენილი ხუთი ფორმისგან:
ა) ზოგადი ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის შესახებ (დანართი №1), რომელიც წარმოდგენილია ფორმა №1-ის სახით;
ბ) ინფორმაცია სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში გაწეული საშუამავლო საქმიანობის შესახებ (დანართი №2), რომელიც წარმოდგენილია ფორმა №1.1, ფორმა №1.2, ფორმა №2.1 და ფორმა №2.2-ს სახით.
2. სადაზღვევო ბროკერმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების შევსების ინსტრუქციით (დანართი № 3).
მუხლი 4🔗. ანგარიშგების წარდგენის ვადები
1.სადაზღვევო ბროკერი ამზადებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ანგარიშგებას და წარადგენს მას სამსახურში ყოველი კალენდარული წლის შემდეგი თარიღებისათვის:
ა) 6 თვის ანგარიშგებას - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 30 ივლისისა;
ბ) 12 თვის (წლიური) ანგარიშგებას – არაუგვიანეს მომდევნო წლის 28 თებერვლისა.
მუხლი 5🔗. ანგარიშგების წარდგენის პროცედურა
1. სადაზღვევო ბროკერი ამ წესის მე-4 მუხლში მითითებულ ვადებში სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ანგარიშგებას. ანგარიშგებები ციფრულად ხელმოწერილი უნდა იქნეს დირექტორის ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ.
2. სამსახურში წარსადგენი ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში, სამსახურის მიერ მოწოდებული ელექტრონული ფორმის დაცვით, ხოლო მისი წარდგენა – სამსახურის სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე: Brokersreport@insurance.gov.ge ამ წესის მე-4 მუხლში მითითებული ვადების დაცვით.
3.ანგარიშგებას სადაზღვევო ბროკერი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მაჩვენებლის და ფორმის წყობის დაცვით, მიუხედავად იმისა, ექვემდებარება თუ არა ფორმა შევსებას.