საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა - 2015 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ა ნ გ ა რ ი შ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ
ბატონო ირაკლი,
მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 17 დოკუმენტი. არცერთი დოკუმენტი არაა შემოსული საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით. სულ შემოსული 17 დოკუმენტიდან 9 (52.9%) დოკუმენტი შემოსულია იურიდიული პირებიდან, ხოლო 8 (47.1%)–ფიზიკური პირებიდან.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნებიდან ყველაზე მეტი 8 (47.1%) ეხება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკადრო საკითხებს (გამგეობის საშტატო ნუსხის და შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნულ და თანამდებობიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ და ა.შ); ბიუჯეტის ხარჯვის და ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება 2 (11.8%), გამგეობაში გაცემულ ხელფასებს, პრემიებსა და ფულად ჯილდოებს –4(23.5%), ხოლო სხვა საკითხებს -3 (17.6%) დოკუმენტი.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ ყოფილა მიღებული უარის თქმის არცერთი გადაწყვეტილება. ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
საჯარო ინფორმაციის გაცემის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა დროულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზა, რომლის გამოყენებაც ხდება არსებული წესის შესაბამისად.
საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად გამგეობაში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის მიზნით შექმნილია შემდეგი ფაილური სისტემის კატალოგები:
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა საკადრო მონაცემები;
2. მოქალაქეთა სოციალური დახმარება;
3. მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა;
4. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება:
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ფაილური სისტემის კა ტ ალოგების წარმოების შესახებ შეტყობინებები გაგზავნილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციაში.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეების მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.