1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – საფასური 5 000 ლარის ოდენობით. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს კონკურსში ან ელექტრონულ ტენდერში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური.

2. საფასურის გადახდის, შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290

საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3164-სსმI, №39, 19.07.2010წ.,მუხ.234

საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6389 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012  წლის 28 ივნისის კანონი №6577 – ვებგვერდი, 10.07.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.

[მუხლი 19
1
. საფასურის განაკვეთი

1. კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი.

2. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას არაუმეტეს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025