1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესასყიდად განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე სააგენტო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას და საუკეთესო სატენდერო წინადადების გამოვლენას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებას.
4. შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია, ხოლო ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელმაც ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვების წლიურ გეგმაში მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე, ვალდებულია, დადოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოვლენილ მიმწოდებელთან.
5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
[მუხლი 20
2
. (ამოღებულია)
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]
საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025