1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
11. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.
2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
6. (ამოღებულია).
7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
8. (ამოღებულია - 06.04.2017, №617).
საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4950 -ვებგვერდი, 11.07.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5926 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1284 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6895 – ვებგვერდი, 28.07.2020