ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2747
2015 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს უფლება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან დარჩენილი ეკონომიის, 71 050 (სამოცდათერთმეტი ათას ორმოცდაათი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: კახათ-შამგონას და კოკი-ხურჩას დამაკავშირებელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2015.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 18.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2747. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020561.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“, №2747, 18.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020561 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3127041/