აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2015 წლის  ანგარიში

საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

 

 საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათ შესაბამისად წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:

ა) 2015 წლის საანგარიშო პერიოდში დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა  22 (ოცდა ორი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0 ;                                                                                                                                                                                                                                                                      

ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 22 (ოცდა ორი)                                                                                                                      მოთხოვნა;                                                                                                                                                                                                                                                                                      

გ) დეპარტამენტს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ პერსონალურ მონაცემთა ბაზა. მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ამ კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

ე) დეპარტამენტს არ განუცხადებია უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე;

ვ) დეპარტამენტმა საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

 

დეპარტამენტის თავმჯდომარის

მოადგილე                                                გიორგი ბულისკერია