თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 29.12.2015
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016251
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.08.2014
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცილი ერთეულების შექმნის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2015 წლის 29 დეკემბერი
დაბა თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
მართვის ოპტიმიზაციის მიზნით დაიყოს თიანეთის მუნიციპალიტეტი და შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები:
1) დ. თიანეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია - დ. თიანეთი და სოფლები: ჭურჭელაურები, მამადაანები, საჭურე, თეთრახევა);
2) დ. სიონის ადმინისტრაციული ერთეული– (სამოქმედო ტერიტორია – დ. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა, ომარაანი, ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);
3) არტნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზემო არტანი, ქვემო არტანი, ბოდახევა, დულუზაურები, თეთრაულები, კვერნაულა, ლიშო, სახევი, სხლოვანი, ქუშხევი, ღორღა);
4) ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ჩაბანო, გოჯიაანები, ჭიაურა, ხაიშო, კაწალო);
5) ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზარიძეები, ბუჭყინტა, ვერხველი, ზემო შარახევი, ქვემო შარახევი, ზენამხარი, იარაჯულები, ივლიანთგორი, ლახატო, საკრეჭიო, ხოფცა, ჯიჯეთი);
6) ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები ზემო ნაქალაქარი, ქვემო ნაქალაქარი, ვეძათხევა, დორეულები, ბეწენწურები, მაგრანეთი, ზურაბები);
7) ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჟებოტა, თეგერაანები, ძებნიაურები, ლელოვანი, თხილა);
8) სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: სიმონიანთხევი, გორანა, ნადოკრა, თოლენჯი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, ჩიტაურები, ჭანდრისხევი);
9) ტუშურების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ტუშურები, კახოიანები, ალაჭანი, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები;);
10) ღულელების ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ღულელები, ბალებისხევი, წყაროთუბანი, ტოლაანთსოფელი, თრანი, სიონთგორი, ხადოელები, ქვემო კვერნაულა, კვირიისხევი, გუდანელები, თოხოლჩა,წიფლნარი)
11) ჩეკურაანთგორის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ჩეკურაანთგორი, ალოტი, ბოკონი, ევჟენტი, ველები, ძირხვნიანი);
12) ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ხევსურთსოფელი, საყდრიონი, დევენაანთხევი);
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციული ერთეულის საქმიანობას წარმართვას გამგებლის მიერ დანიშნული წარმომადგენელი, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №26 დადგენილება. (ს.ს.მ ვებგვერდი 20/08/2014 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016177)
მუხლი 4🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური