საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის

ანგარიში

საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

 

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 29 მოთხოვნა, მათ შორის ,,საინფორმაციო ცენტრების ქსელიდან“ 8 განცხადება, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ 7 განცხადება, ,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოდან“ 3 განცხადება, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტიდან“ 2 განცხადება.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2 განცხადება. „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან“ 1 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა არ შემოსულა. მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

2. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებული გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 29. (3 შუალედური პასუხი). გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე–საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.

3. არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვის და სხვისთვის გადაცემა.

4. საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

5. საკრებულოს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ასევე არ მომხდარა კოლეგიური სხდომის დახურვა.

6. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არ აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ყოფილა.