1. ამ კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მისაღებია შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ;

ბ) კანონი საავტორო უფლებათა დაცვის შესახებ;

გ) კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ;

დ) კანონი განათლების შესახებ;

ე) კანონი სახელოვნებო განათლების შესახებ;

ვ)კანონი მუზეუმების შესახებ;

ზ) კანონი თეატრის შესახებ;

თ) კანონი არქივის შესახებ;

ი) კანონი კინოს შესახებ;

კ) კანონი საკონცერტო ორგანიზაციების ფუნქციონირების შესახებ;

ლ) კანონი კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და შემოტანის შესახებ;

მ) კანონი კულტურის სფეროში სპონსორული და საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ;

ნ) შეთანხმება (კონკორდიუმი) საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის;

ო) (ამოღებულია).

1
1
. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანება „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში შემოსული წინადადებებისა და მათზე თანდართული მასალების განხილვის წესის შესახებ“.

2. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 1998 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №417 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.75

საქართველოს 2007 წლის 14 თებერვლის კანონი №4355 - სსმ I, №6, 26.02.2007 წ., მუხ.67

თავი VIII. დასკვნითი დებულებე