1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირს, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომელს, გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მონაწილე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის ყველა თანამშრომლის, სპეციალიზაციის სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო მოსამართლის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

3. პირი, რომელსაც გავლილი აქვს ბავშვის უფლებათა კოდექსით ან/და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული სპეციალიზაცია, ამ კანონის მიზნებისთვის ითვლება სპეციალიზებულ პირად.

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებე