📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

მიღების თარიღი 31.12.2015
ძალის დაკარგვა 19.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.153.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/01/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 460 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2015 მიღება
19.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ღვინიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
IMG ITL
0,63 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №59 2015 წლის 31 დეკემბერი ქ. მცხეთა თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 166-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საფუძველზე    თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗     დამტკიცდეს  თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 ივლისის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge 05/07/2013 370020000.35.153.016169) „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაურ ღვინიაშვილი დანართი №1 თვითმმართველ თემში მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი. მუხლი 1🔗 თვითმმართველ თემში მცხეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება ფორმულით: Cn=IMGxITLxCxK სადაც ა) Cn - არის 1მ​2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG -  თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლის სიდიდე შეადგენს 0,63-ს საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784-ე ბრძანებულების №2 დანართის შესაბამისად; გ) ITL - ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, ვინაიდან თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ ხორციელდება ზონირება; დ) C - საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1მ​2-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მიშვნელობა ტოლია 0,24 ლარის; ე) K - მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა შეადგენს 126-ს. პირველი მუხლის მიხედვით, თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი  ნორმატიული ფასი წარმოდგენილი ფორმულის მიხედვით შეადგენს 19,05 ლარს. IMG ITL C K Cn (ლარი) 0,63 1 0,24 126 19,05 მუხლი 2🔗   თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს 19,05 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 დასახლებათა შორის არეალში მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შეადგენს 4,76 ლარს. მუხლი 4🔗 თვითმმართველი თემის მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეული მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ით და იგი შეადგენს 19,05 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება პირველი მუხლის მე-3 პუნქტის დადგენილი ფასები.