შპს „ბათუმი ცენტრალსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქ. ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე რკინიგზის სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1319 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ჩუქების ფორმით გადასაცემი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2786
2015 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შპს „ბათუმი ცენტრალსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქ. ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე რკინიგზის სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1319 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ჩუქების ფორმით გადასაცემი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისათვის აუცილებელი ღონისძიებების
გატარების თაობაზე
1. „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამსახურებრივი ავტომანქანებით სარგებლობის, შესყიდვისა და განახლების საკითხების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის 2015 წლის 14 დეკემბრის №3 სხდომაზე განხილულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული №3 გადაწყვეტილება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „შპს „ბათუმი ცენტრალსა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებისა და ქ. ბათუმში თამარ მეფის გზატკეცილზე რკინიგზის სადგურის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სალიანდაგო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივნისის №1319 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის, სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ფაქტობრივად გაწეული კაპიტალური დანახარჯების სს „საქართველოს რკინიგზისათვის“ დაკომპენსირება შემდგომი წლების წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი და სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადასახდელი დივიდენდებიდან გამოქვითვის/შემცირების გზით.“.
3. სს „საქართველოს რკინიგზამ“ უზრუნველყოს №1 დანართში მითითებული ავტოსატრასპორტო საშუალებების შესყიდვა,შემდგომში მათი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩუქების ფორმით გადაცემის მიზნით.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მე-3პუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა სს „საქართველოს რკინიგზამ“ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალოს სს „საპარტნიორო ფონდს“, ამ განკარგულების მე-3პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებზე გაწეული ფაქტიური დანახარჯების სს „საქართველოს რკ ინიგზისათვის“ დაკომპენსირება,სს „საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის წმინდა მოგებიდან განაწილებული და სს „საპარტნიორო ფონდისათვის“ გადასახდელი დივიდენდიდან გამოქვითვის/შემცირების გზით.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი