„ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №5 |
|
2016 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის აღკვეთის შემთხვევის შემდგომი რეაგირების განხორციელების წესს.“
„მუხლი 5. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი უწყებები
საქართველოს ტერიტორიაზე ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში (იზოლირება, რადიოლოგიური შეფასება, რადიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტრანსპორტირება, შენახვა) კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებებია:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო;
ბ) სააგენტო;
გ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი.“.
„მუხლი 6. ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდგომი რეაგირების პროცედურა
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი არალეგალური მიმოქცევის ფაქტის აღკვეთის შემდეგ:
ა) განსაზღვრავს და შემოფარგლავს უსაფრთხო ზონას, რათა უზრუნველყოფილ იქნას რადიაციული უსაფრთხოება;
ბ) ატყობინებს სააგენტოს არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას რადიოლოგიური შეფასებისას ნივთიერი მტკიცებულების საგამოძიებო ღირებულების დაცვის მიზნით.“
2. სააგენტო:
ა) უზრუნველყოფს დღე-ღამის განმავლობაში შეტყობინების შეუფერხებელ მიღებას;
ბ) პირველადი რადიოლოგიური შეფასების ჩატარების მიზნით, უზრუნველყოფს ადგილზე შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსების ოპერატიულ მობილიზებას;
გ) აფასებს რადიაციულ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას უსაფრთხო ზონის საზღვრების შეცვლაზე;
დ) განსაზღვრავს გამაგამოსხივების დოზის სიმძლავრეს უსაფრთხო ზონის საზღვრიდან ნივთიერი მტკიცებულების მიმართულებით და აფიქსირებს მიღებულ მნიშვნელობას მისგან 1 მეტრ მანძილზე;
ე) მიღებული შედეგების საფუძველზე ატარებს გაზომვებს გამაგამოსხივების დოზის სიმძლავრის დასადგენად ნივთიერი მტკიცებულების მტკიცების ზედაპირზე (ზედაპირიდან დაახლოებით 10 სმ.) რადიაციული დაცვის პრინციპის გათვალისწინებით;
ვ) ატარებს ნივთიერი მტკიცებულების გამასპექტრომეტრულ კვლევას სავარაუდო რადიონუკლიდური შემადგენლობის განსასაზღვრად;
ზ) ადგენს ნეიტრონული ნაკადის სავარაუდო არსებობას;
თ) გაზომვების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ნივთიერი მტკიცებულების ალფა და/ან ბეტაგამოსხივების ინტენსივობის შეფასებას;
ი) ატარებს ნივთიერი მტკიცებულებისა და შემთხვევის ადგილის მონიტორინგს რადიაციულ დაბინძურებაზე, რის საფუძველზეც განსაზღვრავს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციის საჭიროებას;
კ) რადიოლოგიური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს კონკრეტულად ამ შემთხვევისთვის ნივთიერი მტკიცებულების ტრანსპორტირების რადიაციული უსაფრთხოების პირობებს;
ლ) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების აღრიცხვას მათი შემდგომი კონტროლის მიზნით;
მ) ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო:
ა) უზრუნველყოფს არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების უსაფრთხო ტრანსპორტირებას დროებითი ან საბოლოო განთავსების ადგილამდე;
ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ადამიანების, გამზომი ხელსაწყოებისა და შემთხვევის ადგილის დეკონტამინაციას.“.
„1. შემოწმების დასრულების შემდგომ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეადგინოს შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება რეაგირებისას განხორციელებული გაზომვების დეტალური აღწერა. შემოწმების აქტს ხელს აწერენ რეაგირებაში მონაწილე უწყებების უფლებამოსილი პირები.
2. შემოწმების აქტის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მეორე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ხოლო მესამე – ინახება სააგენტოში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.01.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016371.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 დეკემბრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5, 27.01.2016, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016371 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3169950/