„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-101 |
|
2020 წლის 3 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვის და მიწათსარგებლობის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) ჰიდრომელიორაციის დარგში მართვის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის მართვის და მიწათსარგებლობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ვ) მიწის რესურსების ბუნებრივი და ანთროპოგენურ ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვის მექანიზმების განსაზღვრა და განხორციელების კოორდინაცია;
ზ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
თ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მართვის რეგულირება და კოორდინაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემაზე წინადადებების მომზადება;
კ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) მიწის რესურსების დაცვის სამმართველო.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამმართველოების კომპეტენციები
1. ჰიდრომელიორაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ჰიდრომელიორაციის დარგის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი;
ბ) ჰიდრომელიორაციის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
გ) ჰიდრომელიორაციის დარგში პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება;
დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, ჰიდრომელიორაციის დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ნაწილის მომზადება;
ე) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, ჰიდრომელიორაციის სისტემის გაუმჯობესების ხელშემწყობი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) ჰიდრომელიორაციის დარგში მართვის სისტემების, მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი და ინოვაციური საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) ჰიდრომელიორაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციასთან“ თანამშრომლობა;
თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების ხელშეწყობა;
ი) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ რეესტრის წარმოება;
კ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. მიწათსარგებლობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვის და მიწათსარგებლობის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვის და მიწათსარგებლობის მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა;
გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვის და მიწათსარგებლობის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება;
დ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვასთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ნაწილის მომზადება;
ე) ადგილობრივი საჭიროებების, საერთაშორისო გამოცდილებისა და თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის რაციონალურად გამოყენებისთვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების/პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მართვის სისტემების, მონაცემთა ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი და ინოვაციური საშუალებების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემაზე წინადადებების მომზადება;
თ) მიწის კონსოლიდაციის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა;
ი) სამინისტროში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის შესაბამისად, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული თემატური რუკების მომზადება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3. მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის პოლიტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიმართულებით პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების (მათ შორის, დარგობრივი კონცეფციების, პროგრამების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადება, განხორციელების კოორდინაცია/მონიტორინგი და მიღწეული შედეგების შეფასება;
გ) ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებში, კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი ნაწილის მომზადება;
დ) გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის პროცესის შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების კოორდინაცია;
ე) ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ასევე ნიადაგებზე გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე დაკვირვების შედეგების მიღება, გაანალიზება და შესაბამისი წინადადების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ნიადაგების წერტილოვანი დაბინძურების შედეგების გაანალიზება და დაბინძურების საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
ზ) ნიადაგის დეგრადაციისა და დაბინძურების ინდიკატორების განსაზღვრა;
თ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
ი) ნიადაგის რეკულტივაციის პროექტების/გეგმების განხილვა, შეთანხმება და შემდგომი რეაგირება;
კ) მიწის ბუნებრივ რესურსზე დამაგრების შესახებ ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში მიწების საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემაზე წინადადებების მომზადება;
ლ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
ნ) შესაბამისი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულების სამდივნოსგან მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და ვალიდაცია. საქართველოს მიწის დაფარულობის, მიწის პროდუქტიულობისა და ნიადაგში ნახშირბადის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ო) მიწის რესურსების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაში მონაწილეობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.02.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-101. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016619.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 17 მაისის N2-357 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-101, 03.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016619 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4787201/