ცოცხლად დარჩენილი მეუღლე დაკარგავს მემკვიდრეობის უფლებას, თუ არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ სარჩელი წარდგენილი იყ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1342. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ქორწინების ბათილობის გამო
სამოქალაქო კოდექსის 1342-ე მუხლი · სკ 1342
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1760-2018
სსკ-ის 1336-ე, 1340-ე და 1342-ე მუხლები) მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს. 70. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ.
- საქმე №ას-708-662-2017
…იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს მემკვიდრეობის უფლება შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით” (ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, გვ. 398-399). სსკ-ის 1342-ე მუხლის თანახმად: „ცოცხლად დარჩენილი მეუღლე კარგავს მემკვიდრეობის უფლებას, თუ არსებობდა ქორწინების ბათილად ცნობის საფუძველი და მამკვიდრებლის მიერ სარჩელი წარდგენილი იყო“.
- საქმე №ას-1088-1323-04
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 1140-ე, 1145-ე, 1342-ე, 1483-ე, 1477-ე, 1452-ე, 1469-ე, 1218-ე და 1310-ე მუხლები. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
- საქმე №ას-844-1096-04
მოპასუხის წარმომადგენელმად სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, სკ-ის 1342-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. ვინაიდან ქორწინების ბათილობა დაუშვებელია, შესაბამისად, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა შეუძლებელია.
- საქმე №3კ/738-02
ხ-ამ შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა სკ-ს 1342-ე მუხლის საფუძველზე. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ასევე არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი;
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1336. კანონით მემკვიდრეები
- მუხლი 1337. რიგითობა კანონით მემკვიდრეობისას
- მუხლი 1338. არაშრომისუნარიან პირთა უფლებები მემკვიდრეობისას
- მუხლი 1339. ცოცხლად დარჩენილი მეუღლის უფლება თანასაკუთრების წილზე
- მუხლი 1340. განქორწინებულ მეუღლეთა მდგომარეობა მემკვიდრეობისას
- მუხლი 1341. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განქორწინებისას
- მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე
- მუხლი 1344. ცნება
- მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე
- მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად
- მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1342, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1342/