ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. ორი ან მეტი პირის მიერ ერთობლივად ანდერძის შედგენა არ დაიშვება. მხოლოდ მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით, მაგრამ
–
ჯერ კიდევ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1347. ერთობლივი ანდერძი
სამოქალაქო კოდექსის 1347-ე მუხლი · სკ 1347
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1059-2023
ეს პირდაპირ გამომდინარეობს სკ 1347-ე მუხლის I წინადადების დანაწესიდან. „ანდერძში, როგორც ცალმხრივ გარიგებაში, მხოლოდ ერთი პირის ნება უნდა იყოს გამოვლენილი.
- საქმე №ას-359-758-06
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ანდერძი შედგენილია სამოქალაქო კოდექსის 1347-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, მეუღლეთა მიერ ერთობლივად, მაშინ, როცა მოანდერძეები ურთიერთმემკვიდრეები არ არიან.
- საქმე №ას-500-1148-03
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სკ-ის 1347-ე მუხლის თანახმად, ანდერძი უნდა შეიცავდეს ერთი მამკვიდრებლის განკარგულებას. მართალია, იმავე მუხლით მეუღლეებს შეუძლიათ შეადგინონ ერთობლივი ანდერძი, მაგრამ მხოლოდ ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1341. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა განქორწინებისას
- მუხლი 1342. მემკვიდრეობის უფლების დაკარგვა ქორწინების ბათილობის გამო
- მუხლი 1343. უმკვიდრო ქონების გადასვლა სახელმწიფოზე
- მუხლი 1344. ცნება
- მუხლი 1345. პირი, რომელიც შეიძლება იყოს მოანდერძე
- მუხლი 1346. ანდერძის შედგენა პირადად
- მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ
- მუხლი 1349. სამკვიდროს განაწილება ანდერძით მემკვიდრეებს შორის
- მუხლი 1350. მემკვიდრეობა ანდერძის გარეთ დარჩენილ ქონებაზე
- მუხლი 1351. წილის თანაზომიერი გაზრდა ანდერძით მემკვიდრეებს შორის
- მუხლი 1352. მესამე პირის მონაწილეობის დაუშვებლობა წილის განსაზღვრისას
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1347, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1347/