1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.
2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი – არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონება
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1348. წილის განსაზღვრა მოანდერძის მიერ 1. მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. 2. თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მაგრამ მასში მხოლოდ ერთი მათგანის წილია განსაზღვრული, სხვებისა კი _– არა, მაშინ ეს უკანასკნელნი თანაბრად მიიღებენ დანარჩენ ქონებას.
…მდებარეს მის: ქ.გორი, ს-ის №21, ბ.25, ვუანდერძებ სამოთახიანის ორ ოთახს ჩემს შვილს – გ. რ-ს მცხოვრებს გორი, ს-ის გამზ. კორ. 21, ბ. 25 და ერთ ოთახს ვუანდერძებ ჩემს შვილიშვილს – ნ. რ-ს მცხოვრებს გორი, ს-ის გამზ. კორ. 21 ბ. 25.“ სამოქალაქო კოდექსის 1348-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ, თუ ანდერძით რამდენიმე მემკვიდრეა დანიშნული, მოანდერძეს შეუძლია, განსაზღვროს თითოეული მემკვიდრის წილი…
საქმე №ას-42-377-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2009
…სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ის მეორე ვაჟიშვილმა ვ. ძ-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამტრედიის რაიონის სოფელ.......-ში მდებარე მამის სამკვიდრო ქონება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1348-ე და 1356-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მამკვიდრებელ მი. ძ-ეს თავის სიცოცხლეში 1996 წლის 5 აგვისტოს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლითაც მან სამკვიდრო ქონება მეუღლესა…
საქმე №3კ/395-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2002
…ვინაიდან საკუთრების მოწმობით დადასტურებულია მისი საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულ ქონებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ არსებობს ნ. კ-ას მიერ აღნიშნულ ფართობზე მემკვიდრეობის აღდგენის სამართლებრივი საფუძველი. სკ-ს 1348-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, თუ ანდერძში მითითებული არ არის ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის. სკ-ს…
…მის საკუთრებას. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.18. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1344-ე, 1348-ე, 1371-ე, 1372-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის…
…წესით და მთელი თავისი ქონება მდებარე ზ----------ის რაიონის, სოფელ ქ----ა ს-----აში უანდერძა შვილიშვილს მოსარჩელე მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ანდერძით მემკვიდრეობა. 6.6. სამოქალაქო კოდექსის 1348-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ…