განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210019002628488
საქმე №2/ბ-317-19
განჩინება
საქართველოს სახელით
06 თებერვალი, 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე მოსამართლეები თეიმურაზ სიხარულიძე ლაურა მიქავა თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტები ლ---- გ-----–---–ი, ნ----–ი გ-----–---–ი
წარმომადგენელი ქ------- უ----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე მ------ გ-----–---–ი
წარმომადგენელი მოპასუხე ლ--–- ქ-----–ი რ----- გ-----–---–ი
დავის საგანი ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ------ გ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ზესტაფონის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა Nა-------------- ნ---ი გ-----–---–ის სახელზე ეკუთვნის 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილ ნ------- გ-----–---–ს პ/ნ 1----------; მ------ გ-----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა ფაქტობრივად დაუფლებული 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ------- გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) სამკვიდრო ქონების, მდებარე: ქ. ზესტაფონში, სოფელი ქ------------ა, ს/კ 3----------- მესაკუთრედ; მ------ გ-----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა ფაქტობრივად დაუფლებული ნ------- გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) სამკვიდრო ქონებაში შემავალი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების მდებარე ქ. ზესტაფონი, სოფელი ქ------------ა, ს/კ 3-----------, ს/კ 3------------ ს/კ 3-----------, ს/კ 3----------- მესაკუთრედ. მოპასუხეებს: ლ---- გ-----–---–ს (პ/ნ 1----------), ნ----–ი გ-----–---–ს (პ/ნ 0----------), რ----- გ-----–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისრათ მოსარჩელე მ------ გ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის ჯამში 770 (შვიდას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 650 ლარია ადვოკატის მომსახურეობის ხარჯი და 120 ლარია აუდიტორის მომსახურეობის ხარჯი; მოპასუხეებს: ლ---- გ-----–---–ს (პ/ნ1----------), ნ----–ი გ-----–---–ს (პ/ნ 0----------), რ----- გ-----–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისრათ მოსარჩელე მ------ გ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 179.28 ლარის ანაზღაურება. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. მოსარჩელის ბაბუა ს----ი გ-----–---–ი და ბებია ნ------- გ-----–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ საკუთრებას წარმოადგენდა ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე კომლის ქონება. ს----ი გ-----–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 30 მარტს. ნ------- გ-----–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 25 სექტემბერს. 2.2. 1992-1996 და 1997-2008 წლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს----ო ლ----ს ძე გ-----–---–ი, რომლის კომლში ირიცხება მეუღლე ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი. 2.3. 1992-1996 და 1997-2008 წლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით ს----ო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2003 წელს და ხაზი აქვს გადასმული. 2001-2009 წლებში საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი. 2.4. 1992-1996 და 1997-2008 წლების ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით 1992-2006 წლებში, ასევე 2001-2009 წლებში კომლზე რიცხული ქონება შევსებული არ არის. 2.5. ზესტაფონის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემულ N ა-------------- საარქივო ცნობაში ს----ი გ-----–---–ის კომლის წევრად და მისი გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად მითითებული ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი არის იგივე ნ------- ვ----–-ს ასული გ-----–---–ი, რომელიც მეუღლის ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდა და ფლობდა სადავო სამკვიდრო ქონებას, როგორც საკუთარს, მდებარე: ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში. 2.6. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით 2003 წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის ოჯახის თანასაკუთრებად რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე უძრავი ნივთები: სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ს/კ 3-----------, ს/კ 3------------ ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------. 2.7. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ნ------- გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე (ს/კ 3-----------). 2.8. ნ------- გ-----–---–მა 2008 წლის 11 მარტს სანოტარო წესით შედგენილ ანდერძში გამოავლინა უკანასკნელი ნება და მის საკუთრებაში არსებული თავისი მთელი უძრავ - მოძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში, უანდერძა მის შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს. სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე და ანდერძი გაუქმებული არ არის. 2.9. 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ------- გ-----–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მისი შვილები: ლ----, ნ----–ი და რ----- გ-----–---–ები, ხოლო ანდერძისმიერი მემკვიდრეა მ------ გ-----–---–ი. 2.10. 2003 წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას მდებარე ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეუღლე ნ------- გ-----–---–ი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან იგი მეუღლესთან ს----ი გ-----–---–თან ერთად ცხოვრობდა და ფლობდა ამ ქონებას და მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამ ქონების ფლობა, მაგრამ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს. 2.11. მხარეთა შორის სამკვიდრო ქონებაზე დავის წარმოშობის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ ს----ი გ-----–---–ის მიერ 1998 წლის 14 აპრილს სანოტარო წესით შედგენილია ანდერძი, რომლის თანახმად, ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისი კუთვნილი ნაწილი უანდერძა მის შვილიშვილს მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე და ანდერძი გაუქმებული არ არის. 2.12. ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა, როგორც მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (იხ. 3.1.2. ფაქტობრივი გარემოება), ასევე ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2003 წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებისაგან (იხ. 3.1.6. ფაქტობრივი გარემოება). 2.13. 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ------- გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი, მაგრამ სამემკვიდრეო მოწმობის მისაღებად ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავს. მ------ გ-----–---–მა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით გამოავლინა რა მისი მიღების ნება, დღემდე ფლობს და სარგებლობს ამ სადავო ქონებით. 2.14. 2017 წლის 24 აპრილს ლ---- გ-----–---–მა განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და უარი განაცხადა კანონისმიერი მემკვიდრეობის მიღებაზე იმ მოტივით, რომ მისმა დედამ მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება ანდერძით დაუტოვა შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს. 2.15. მ------ გ-----–---–მა 2017 წლის 24 აპრილს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა ფაქტობრივად დაუფლებულ სამკვიდრო ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით მას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს მოპასუხეებმა: ლ----, ნ----–ი და რ----- გ-----–---–ებმა უკვე ერთობლივი განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს და მოითხოვეს გარდაცვლილი დედის ნ------- გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრეებმა. 2.16. ნ------- გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების, მდებარე ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში (ს/კ 3-----------), საბაზრო ღირებულება აუდიტორის მიერ შეფასებულია 7200 ლარად. 2.17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------- გ-----–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა თავისი მეუღლის 2003 წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად, ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით 2003 წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის ოჯახის თანასაკუთრებად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრირებული ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე უძრავი ნივთები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ს/კ 3-----------, ს/კ 3------------ ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------. ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე (ს/კ 3-----------). მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 3.1.6 და 3.1.7 პუნქტებში მითითებულ უძრავ ქონებას და წარმოადგენს მის საკუთრებას. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.18. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1306-ე, 1344-ე, 1348-ე, 1371-ე, 1372-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 62-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-ე, 44-ე, 53-ე, 54-ე, 102-103, 105-ე მუხლები. 2.19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეების მიერ საბუთის კუთვნილების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ცნობის გამო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. 2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლისა და იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის ბაბუა ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო 2003 წლის 30 მარტს გაიხსნა. 2.21. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, თანასწორი წილის უფლებით კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები: ნ----–ი, ლ----ი და რ----- გ-----–---–ები, მეუღლე ნ------- გ-----–---–ი, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდნენ მეუღლე ნ------- გ-----–---–ი და შვილი ლ---- გ-----–---–ი ოჯახით. 2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად, ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მეუღლე ნ------- გ-----–---–ი ფაქტობრივად დაეუფლა ს----ი გ-----–---–ის წილ უძრავ ქონებას და გააგრძელა ცხოვრება სამკვიდრო ქონებაში, მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელ ქ------------აში. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ს----ი გ-----–---–ის მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ. მათ შორის ს----ი გ-----–---–ის 1998 წლის 14 აპრილის ანდერძისმიერ (რომელსაც მხარეები არ ხდიან სადავოდ) მემკვიდრეს მ------ გ-----–---–ს. ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა, როგორც მის პირად საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში (ს/კ 3-----------), ასევე ს----ი გ-----–---–ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: ს/კ 3-----------, ს/კ 3------------ ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------. 2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1344-ე, 1319-ე და 1348-ე მუხლების შესაბამისად, ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების დღეს - 2013 წლის 25 სექტემბერს, გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე. ნ------- გ-----–---–ს დარჩა სამი კანონისმიერი მემკვიდრე შვილები: ლ----, ნ----–ი და რ----- გ-----–---–ები. 2008 წლის 11 მარტს ნ------- გ-----–---–მა შეადგინა ანდერძი სანოტარო წესით და მთელი თავისი ქონება მდებარე ზესტაფონის რაიონის, სოფელ ქ------------აში უანდერძა შვილიშვილს მოსარჩელე მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ------- გ-----–---–ის მთელი დანაშთი ქონება უნდა გადაცემოდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს მ------ გ-----–---–ს, რომელიც ფაქტობრივად დაეუფლა ამ ქონებას. 2.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა რისთვისაც უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს. მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. 2.25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების საფუძველზე, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი ექვს თვიან ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ბებიის ნ------- გ-----–---–ის დანაშთ ქონებას. მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები, იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდროს. სასამართლომ მოპასუხეებს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინათ მტკიცებულებები, მაგრამ მათ სარჩელში მითითებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენიათ. ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია. 2.26. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, თითქოს მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებული ახსნა-განმარტებებით დასტურდება, მათ მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება. სასამართოს განმარტებით განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურების დროს, ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე. ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა. ვინაიდან მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 140-153-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეების და მათი წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სამკვიდროს არ დაუფლებია. მოპასუხე მხარეს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ დაუფლებასთან ან მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. 2.27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე, 1372-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მიერ სადავო არ გამხდარა ს----ი და ნ------- გ-----–---–ების მიერ შედგენილი ანდერძის კანონიერება. მხოლოდ შესაგებლით შეედავენ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობაში, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეებმა ვერ შეძლეს. ნიშანდობლივია, რომ მათ არც სავალდებულო წილის მიკუთვნების შესახებ სარჩელი აღუძრავთ. 2.28. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1433-ე მუხლების თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. მ------ გ-----–---–ი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა ნ------- გ-----–---–ის ანდერძით მისთვის გადაცემულ სამკვიდრო ქონებას, იგი ასევე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ნ------- გ-----–---–ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულ ს----ი გ-----–---–ის თანასაკუთრებაში რიცხულ სამკვიდრო ქონებას. მიღებული სამკვიდრო კი ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრეს ლ---- და ნ----–ი გ-----–---–ებმა. მოითხოვეს: 1. გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ------ გ-----–---–ის სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ფაქტობრივად დაუფლებული 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ------- გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) სამკვიდრო ქონების, მდებარე: ქ. ზესტაფონი, სოფელი ქ------------ა, (ს/კ 3-----------) და ფაქტობრივად დაუფლებული ნ------- გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) სამკვიდრო ქონებაში შემავალი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების, მდებარე: ქ. ზესტაფონი, სოფელი ქ------------ა, ს/კ 3-----------. ს/კ 3-----------. ს/კ 3-----------. ს/კ 3-----------. მესაკუთრედ, ასევე გადაწყვეტილების მე-5 და მე-6 პუნქტები, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ 770 ლარისა და 179,28 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება. 2. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს საოქმო განჩინება, რომლითაც გაუქმდა მოწმეთა მოწვევის შესახებ განჩინება. ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.1 პუნქტში მითითებული გარემოება, კერძოდ, სასამართლო მიუთითებს, რომ ,,2003 წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას, მდებარე: ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეუღლე ნ------- გ-----–---–ი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან იგი მეუღლესთან ს----ი გ-----–---–თან ერთად ცხოვრობდა და ფლობდა ამ ქონებას და მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამ ქონების ფლობა. მაგრამ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს. აპელანტი მხარის მიერ ჯერ კიდევ შესაგებელში მითითებულ იქნა, რომ ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ 2003 წლიდან კომლში დედასთან ერთად ცხოვრობდა ლ---- გ-----–---–ი, რომელმაც შემდეგ იქვე გვერდით აიშენა საკუთარი საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, ჯერ კიდევ შესაგებლიდან იყო ცნობილი, რომ ს----ი გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მეუღლესთან ნ------- გ-----–---–თან ერთად დაეუფლა ასევე პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი ლ---- გ-----–---–ი. 3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.3 პუნქტში მითითებული გარემოება, იმის შესახებ, რომ ,,ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა, როგორც მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (იხ. 3.1.2. ფაქტობრივი გარემოება), ასევე, ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2003 წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებისაგან (იხ. 3.1.6. ფაქტობრივი გარემოება). მხარეთა მიერ არ გამხდარა სადაო, რომ გარდაცვლილი მამის ს----ი გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მეუღლესთან ნ------- გ-----–---–თან ერთად დაეუფლა შვილი ლ---- გ-----–---–ი, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა, როგორც მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (რაც მითითებული იქნა მოსარჩელის სახელზე გაცემულ ანდერძში), ასევე ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2003 წელს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის ქონებებისაგან, ვინაიდან ს----ი გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ასევე, მისი შვილი ლ---- გ-----–---–ი, რომელიც ს----ი გ-----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/2 წილის მემკვიდრეა (ფაქტობრივი ფლობით), ხოლო ნ------- გ-----–---–ი 1/2 წილის მემკვიდრე. შესაბამისად, ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტში მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებისაგან და ფაქტობრივი ფლობით მიღებული გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილისაგან. 3.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა 3.2.4 პუნქტში მითითებული გარემოება, რომ ,,2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ------- გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი, მაგრამ სამემკვიდრეო მოწმობის მისაღებად ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავს. მ------ გ-----–---–მა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით გამოავლინა რა მისი მიღების ნება, დღემდე ფლობს და სარგებლობს ამ სადავო ქონებით." აღნიშნულთან დაკავშირებით ნ------- გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას დაეუფლნენ: ლ----, ნ----–ი და რ----- გ-----–---–ები. სწორედ ლ---- გ-----–---–ი ცხოვრობს სადავო ქონების მომიჯნავედ და იგი ყოველდღიურად დედას სიცოცხლეში აქცევდა ყურადღებას, ასევე მისი გარდაცვალების შემდგომ სწორედ შვილების მიერ მოხდა მისი დაკრძალვა და სადავო ქონებას სწორედ მისი შვილები დაეუფლნენ და პატრონობდნენ. არც ერთი ფაქტობრივი გარემოებით და მტკიცებულებით (აღნიშნული გარემოების დასადასტურებელ მტკიცებულებებად მოყვანილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ქვემოთ) არ ყოფილა დადასტურებული მ------ გ-----–---–ის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არასწორად იქნა დადგენილი, რაც გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს. სამართლებრივი საფუძვლები 3.4. სადაო გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად განმარტა გამოყენებული მუხლები და მიიღო დაუსაბუთებელი და უსაფუძლო გადაწყვეტილება. ამით სასამართლომ უგულვებელყო არამარტო სამოქალაქო კოდექსით გარანტირებული სავალდებულო წილის უფლება, არამედ ლ---- გ-----–---–ს სრულად ჩამოართვა მემკვიდრეობის უფლება, რომელიც მას გააჩნდა მამის სამკვიდროზე და ფაქტობრივად წაართვა მამისგან ფაქტობრივი ფლობით უკვე მიღებული სამკვიდრო ქონება. 3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს სამკვიდროს მიღების ორ გზას, ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსთან განცხადების შეტანის ფორმით, თუმცა კანონი არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე მათგანს, რადგან ორივე თანაბარმნიშვნელოვანია. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვეტილებით თავადვე დაადგინა საფუძვლიანობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ლ---- გ-----–---–ის მიერ მამის ს----ი გ-----–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ლ---- გ-----–---–ის კუთვნილი სამკვირო ქონებაც (რომელიც მიიღო მამისგან) მიაკუთვნა მოსარჩელეს, რაც ურთიერთწინააღმდეგობრივი და უკანონოა. 3.6. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის, მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. 3.7. სასამართლომ მხარეს გადაწყვეტილებით მიანიჭა იმაზე მეტი, ვიდრე იგი ითხოვდა, კერძოდ, თუკი სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიაკუთვნა ანდერძით გათვალისწინებული ქონება, მაშინ გამოდის, რომ სასამართლო გასცდა ანდერძის ფარგლებს, ვინაიდან ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების დროს მის სახელზე არ იყო აღრიცხული მისი მეუღლის - ს----ი გ-----–---–ის დანაშთი ქონება, ხოლო თუ სასამართლომ მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადასცა კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე მიღებული სამკვიდრო ქონება, სასამართლო აქაც გასცდა სამკვიდროს განაწილების ფარგლებს, ვინაიდან სამკვიდროს გახსნის მომენტისთვის სახეზე იყო სამი პირველი რიგის მემკვიდრე, რომელთაც სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდათ ფაქტობრივი ფლობით, ხოლო მ------ გ-----–---–ი საერთოდ არ წარმოადგენდა პირველი რიგის მემკვიდრეს. სამივე აპელანტი არის პიველი რიგის მემკვიდრე და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით ეკუთვნით სავალდებულო წილი. რაც შეეხება იმას, რომ დღეის მდგომარეობით არ არის აღძრული სარჩელი სავალდებულო წილის მიკუთვნების შესახებ, ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის აღძვრის უფლება მხარეს აქვს და მის მიერ გამოყენებული იქნება აღნიშნული უფლება, თუმცა სასამართლოს, ამის მიუხედავად, სავალდებულო წილის ნაწილში არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა. 3.8. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, რადგან საქმის განხილვით არ დადგენილა მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი დაუფლებით სამკვიდროს მიღების ფაქტი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ მ------ გ-----–---–მა 2018 წლის 12 სექტემბერს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ------- გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ზესტაფონი, სოფელი ქ------------ა, დაზუსტებული ფართობი 1094.70 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი სახლი გაშენების ფართობით 175.9 კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება- სასოფლო-სამეურნეო, ს/კ 3----------- მესაკუთრედ ცნობა; ფაქტობრივი ფლობით მიღებული ნ------- გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი 2003 წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების, მდებარე: ქ. ზესტაფონი, სოფელი ქ------------ა, ს/კ3-----------. ს/კ 3-----------. ს/კ 3-----------. ს/კ 3-----------. მესაკუთრედ ცნობა; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საბუთის კუთვნილების თაობაზე, რომ ზესტაფონის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა N ა-------------- ნ---ი გ-----–---–ის სახელზე ეკუთვნის 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილ ნ------- გ-----–---–ს პ/ნ 1----------; მოპასუხეებს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სასამართლო და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის 1650 ლარის ანაზღაურება. 4.2. დადგენილია, რომ მოსარჩელის ბაბუა ს----ი გ-----–---–ი და ბებია ნ------- გ-----–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ საკუთრებას წარმოადგენდა ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე კომლის ქონება. ს----ი გ-----–---–ი გარდაიცვალა 2003 წლის 30 მარტს, ნ------- გ-----–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 25 სექტემბერს. 4.3. 1992-1996 და 1997-2008 წლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით დადგენილია, რომ კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს----ო ლ----ს ძე გ-----–---–ი, რომლის კომლში ირიცხება მეუღლე ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი. 4.4. 1992-1996 და 1997-2008 წლებში ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით დადგენილია, რომ ს----ო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2003 წელს და ხაზი აქვს გადასმული. 2001-2009 წლებში საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი. 1992-1996 და 1997-2008 წლების ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით 1992-2006 წლებში, ასევე 2001-2009 წლებში კომლზე რიცხული ქონება შევსებული არ არის. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქ------------ის თემის ტერიტორიული ორგანოს 10.02.2008 წლის #-- ცნობის თანახმად, აწ გარდაცვლილი ს----ო ლ----ს ძე გ-----–---–ის კომლის მემკვიდრედ ითვლება მეუღლე ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი, რომელიც ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------აში და მისი კომლი შედგება ერთი სულისგან. 4.5. ზესტაფონის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემულ N ა-------------- საარქივო ცნობით დადგენილია, რომ ს----ი გ-----–---–ის კომლის წევრად, და მისი გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად მითითებული ნ---ი ვ----–-ს ასული გ-----–---–ი არის იგივე ნ------- ვ----–-ს ასული გ-----–---–ი, რომელიც მეუღლის ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა და ფლობდა სადავო სამკვიდრო ქონებას, როგორც საკუთარს, მდებარე: ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქ------------ის ადმინისტრაციული ერთეულის 25.04.2017 წლის #-- ცნობით, მ------ გ-----–---–ი ფლობს და განაგებს თავისი აწ გარდაცვლილი ბებიის, ნ---ი გ-----–---–ის უძრავ-მოძრავ ქონებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქ------------ის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქარაში ბებიის გარდაცვალების შემდეგ. 4.6. დადგენილია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემების თანახმად, 2003 წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის ოჯახის თანასაკუთრებად რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე უძრავი ნივთები: სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-----------, ს/კ 3------------ ს/კ 3-----------, ს/კ 3-----------. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ნ------- გ-----–---–ის (პ/ნ1----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე (ს/კ 3-----------), რომლის საბაზრო ღირებულება აუდიტორის მიერ შეფასებულია 7200 ლარად. 4.7. დადგენილია, რომ ს----ი გ-----–---–ის მიერ 1998 წლის 14 აპრილს სანოტარო წესით შედგენილი ანდერძის (რომელიც გამოქვეყნდა 2018 წლის 27 ივლისს ნოტარიუს ნ---- ფ-----ის მიერ) თანახმად (ს.ფ. 23, 25), ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისი კუთვნილი ნაწილი უანდერძა მის შვილიშვილს მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე. ნ------- გ-----–---–მა 2008 წლის 11 მარტს სანოტარო წესით შედგენილ ანდერძში (ნოტარიუსი ნ------- მ------–---–ი, მოწმეები: ე---------ე ქ--–----ე, მ-----ა გ-------ი, ს.ფ. 52) გამოავლინა უკანასკნელი ნება და მის საკუთრებაში არსებული თავისი მთელი უძრავ - მოძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე ზესტაფონი, სოფელ ქ------------აში, უანდერძა მის შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს. სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე და ანდერძი გაუქმებული არ არის. 4.8. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2003 წელს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას მდებარე ზესტაფონში, სოფელ ქ------------აში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეუღლე ნ------- გ-----–---–ი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან იგი მეუღლესთან ს----ი გ-----–---–თან ერთად ცხოვრობდა და ფლობდა ამ ქონებას და მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამ ქონების ფლობა, მაგრამ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს. 4.9. დადგენილია, რომ 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა ნ------- გ-----–---–ი. ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა, როგორც მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (იხ. 3.1.2. ფაქტობრივი გარემოება), ასევე ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2003 წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებისაგან. 4.10. დადგენილია, რომ ნ------- გ-----–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მისი შვილები: ლ----, ნ----–ი და რ----- გ-----–---–ები, ხოლო ანდერძისმიერი მემკვიდრეა მ------ გ-----–---–ი. 4.11. პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 24 აპრილს ლ---- ს----ოს ძე გ-----–---–მა მიმართა ნოტარიუსს ნ---- ფ-----ეს და უარი განაცხადა აწ გარდაცვლილი მისი დედის ნ------- გ-----–---–ის ყოველგვარი ქონების კანონიერი მემკვიდრეობით მიღებაზე და დაეთანხმა, რომ ნ------- გ-----–---–ის დანაშთ ქონებაზე სამკვირო მოწმობა გაიცეს მ------ გ-----–---–ის სახელზე. ლ---- გ-----–---–მა ასევე, როგორც სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრემ, უარი განაცხადა სავალდებულო წილის მიღებაზე და, რომ შემდეგში, რაიმე პრეტენზია ნ------- გ-----–---–ის ქონებასთან დაკავშირებით აღარ ექნება. განცხადება დადასტურებულია ხელმოწერით და სანოტარო წესით (ს.ფ. 56). 4.12. საქმის მასალების თანახმად, ლ----, ნ----–ი და რ----- გ-----–---–ებმა 2017 წლის 9 აგვისტოს, ნოტარიუსს ნ---- ფ-----ეს მიმართეს კანონისმიერი მემკვირეობით სამკვიდროდან თითოეულზე სავალდებულო წილის მოთხოვნით (ს.ფ. 58-59). 4.13. 2017 წლის 21 აგვისტოს სანოტარო აქტით, განმცხადებლებს უარი ეთქვათ სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის აღდგენამდე და სამკვიდრო მოწმობის მიღებისთვის წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრამდე. 4.14. მოპასუხეებმა: ნ----–ი და ლ---- გ-----–---–ებმა პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის წარდგენილ შესაგებელში მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითეს, რომ მ------ გ-----–---–ი ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. მოპასუხე რ----- გ-----–---–ს შესაგებელი არ წარუდგენია. მოპასუხეებს ასევე, არ წარუდგენიათ შეგებებული სარჩელი სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიკუთვნების მოთხოვნით. 4.15. სააპელაციო შესაგებელში მ------ გ-----–---–მა მიუთითა, რომ აპელანტებს ორი ანდერძიდან არცერთი არ გაუხდიათ სადავოდ. 4.16. სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, თითქოს ლ---- გ-----–---–ი დედასთან ერთად ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის დანაშთ ქონებას, მ------ გ-----–---–მა, შესაგებელში მიუთითა, რომ ლ---- გ-----–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში განაცხადა, რომ იგი 2006 წლიდან 2017 წლის ჩათვლით არ იმყოფებოდა საქართველოში. შესაბამისად, იგი ფაქტობრივი ფლობით ვერ დაეუფლებოდა სამკვიდროს. მისთვის ცნობილი იყო, რომ მ------ გ-----–---–ი ახორციელებდა სხვადასხვა ქმედებებს, კერძოდ: ჭრიდა ხეებს სადავო ქონებაში, რგავდა ნერგებს, მ------ გ-----–---–ი არ უშვებდა სადავო ქონებაში კენონისმიერ მემკვიდრეებს, რაც გამორიცხავდა ამ ქონებაზე აპელანტების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტს. მ------ გ-----–---–ის განმარტებით, ლ---- გ-----–---–ი ს----ო (ს----ი) და ნ---ი გ-----–---–ების კომლის წევრი არასდროს არ იყო. მან სამეზობლოში აიშენა სახლი, მაგრამ ცხოვრობდა თბილისშ, ფაქტობრივი დაუფლებით, არც მამის და არც დედის გარდაცვალების შემდეგ, ქონების მიღების თაობაზე მტკიცებულება არ არსებობს. სამართლებრივი დასაბუთება 4.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. 4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. 4.19. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. 4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში ს----ი გ-----–---–ის მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილ ვადაში. 4.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. 4.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც. 4.24. სააპელაციო საჩივარში მითითებულ ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდა ლ---- გ-----–---–ს, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აპელანტებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ. მაშინ როცა ნ------- გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მისი დანაშთი ქონების (მათ შორის ფაქტობრივი ფლობით მიღებული ს----ი გ-----–---–ის ქონების) მ------ გ-----–---–ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღება დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ------------ის ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის N-- ცნობით, მოწმეების: ო-–-- ი-------ს, ე------ ე-–--–---–-ს ჩვენებებით, ნაწილობრივ მოპასუხე რ----- გ-----–---–ის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით - აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით. მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა ლ---- გ-----–---–ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონულმა სასამართლომ სრულად, არაერთხელ მისცა შესაძლებლობა მოპასუხე მხარეს შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე დაკითხულიყვნენ მათ მიერ დასახელებული მოწმეები, თუმცა მათ მოწმეების წარმოდგენა ვერ შეძლეს, რის გამოც სასამართლომ გააგრძელა სხდომა მომდევნო საპროცესო მოქმედებების განსახორციელებლად. 4.25. საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 21 ოქტომბრის დეკრეეტითა და ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის #949 დადგენილების მე-6 პუნქტის შესაბამისად, კოლმეურნეობები რეორგანიზებულ იქნა და შეიქმნა მიწათმოსარგებლეთა და ტექნიკური მომსახურების საწარმოები. საქართველოს მთავრობის აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა მთავრობის 1993 წლის 5 მარტის #199 დადგენილებით. ამ დროიდან საქართველოში კოლმეურნეობებმა, როგორც საზოგადოებრივმა მეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება. საკოლმეურნეო კომლის არსებობა კი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან და საკოლმეურნეო კომლი წარმოადგენდა პირთა საოჯახო შრომით გაერთიანებას, სადაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედაქცია) 122-ე მუხლისა და საქართველოს მიწის კოდექსის (1971 წ. რედაქცია) 74-ე მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს მათ შორის არასრულწლოვანსაც, კომლის ქონებიდან თანაბარი წილი ეკუთვნოდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და არის იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისთვის 1993 წლის იანვრისთვის. 4.26. სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტებს არც სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო თავის კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობდა მხარეებს (ბიძა, მამიდა, ძმისშვილი) საქმის მორიგებით დასრულებისთვის. სასამართლომ ყველა ზომა მიიღო ორივე მხარის უფლებების დაცვისა და ამასთან ერთად, შემდგომში მათი ურთიერთობის დათბობისათვის, მაგრამ მორიგების მიღწევა ვერ მოხერხდა. 4.27. სახეზეა გარემოება, როდესაც აპელანტები ვერ ადასტურებენ მამის და დედის კომლის წევრობას, მათი გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით ქონების დაუფლებას, რაიმე სასარჩელო მოთხოვნა, თუნდაც სავალდებულო წილის მოთხოვნის თაობაზე ამ საქმეზე არ გააჩნიათ, მტკიცებულება, თუნდაც მოწმეების სახით სასამართლოში ვერ წარადგინეს, დედის გარდაცვალების შემდეგ კი ბებიის (ბაბუას წილითურთ) ფაქტობრივი ფლობით (ამის საწინააღმდეგო მტკიცრბულება არ არსებობს) დაეუფლა მ------ გ-----–---–ი, რომლის ძალისხმევით სახლ-კარი და მიწის ნაკვეთი ნარგავებით, შესაბამისად გარემონტებული და მოვლილია, სახლი ელეკტროფიცირებულია და მასში განთავსებულია ტექნიკა და სამოსი. 4.28. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებენ და ადასტურებენ დავის საგნის ფარგლებში მ------ გ-----–---–ის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების მცდარობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს. რაც შეხება მოწმეთა დაკითხვის შესახებ განჩინების გაუქმებას, ასეთი განჩინება საქმეში არ მოიპოვება (აპელანტებიც არ უთითებენ კონკრეტულ სხდომის ოქმს საათობრივი მონაცემებით), შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს არარსებული სასამართლო აქტის კანონიერებაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- გ-----–---–ის და ნ----–ი გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტების მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე მოსამართლეები თეიმურაზ სიხარულიძე ლაურა მიქავა თამარ სვანიძე