გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.02.2019
საქმის ნომერი
110210018002628488
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
17.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002628488

N 2/ 829-2018

გადაწყვეტილება

ს-----თველოს სახელით

30.01.2019 წ. ქ. ზ----------ი

შესავალი ნაწილი

ზ----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი,წარმომადგენელი ლ--–- ქ-----–ი,მოპასუხე ლ---- გ-----–---–ი,ნ----–- გ-----–---–ი,წარმომადგენელი ნ---- ჯ----–---–ი

მოპასუხე რ----- გ-----–---–ი,დავის საგანი: ფაქტობრივი დაუფლებით მიღებული სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ფაქტობრივი ფლობით მიღებული 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ-----ო გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ზ----------ი, სოფელი ქ----ა ს-----ა, დაზუსტებული ფართობი 1094.70 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საცხოვრებელი სახლი გაშენების ფართობით 175.9 კვ.მ, ნაკვეთის დანიშნულება- სასოფლო-სამეურნეო, ს/კ 3-.0-.------ მესაკუთრედ ცნობა;

 

1.2 ფაქტობრივი ფლობით მიღებული ნ-----ო გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი 200- წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების მდებარე ქ. ზ----------ი, სოფელი ქ----ა ს-----ა, ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10- მესაკუთრედ ცნობა;

 

1.3 იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საბუთის კუთვნილების თაობაზე, რომ ზ----------ის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა N აა2017045775-04 ნ---- გ-----–---–ის სახელზე ეკუთვნის 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილ ნ-----ო გ-----–---–ს პ/ნ 1----------;

 

1.4 მოპასუხეებს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სასამართლო და სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის 1650 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის თანახმად

200- წლის 11 მარტს ნ-----ო გ-----–---–მა შეადგინა ანდერძი სანოტარო წესით და მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება მდებარე ზ----------ის რაიონის, სოფელ ქ----ა ს-----აში უანდერძა შვილიშვილს მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. ნ-----ო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 24 აპრილს, მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ანდერძისმიერი მემკვიდრე მ------ გ-----–---–ი მაგრამ ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარი განუცხადა, ვინაიდან სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიას აცხადებდნენ მამკვიდრებლის კანონისმიერი მემკვიდრეები - შვილები ლ---- გ-----–---–ი, ნ----–- გ-----–---–ი, რ----- გ-----–---–ი.

ამ დავის პერიოდში აღმოჩნდა, რომ ნ-----ო გ-----–---–ის მეუღლეს ს----ი გ-----–---–ს 1998 წლის 14 აპრილს შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლითაც მასაც მთელი თავისი ქონება ნაანდერძევი ჰქონია თავისი შვილიშვილის მ------ გ-----–---–ისათვის. ამ ანდერძის არსებობის შესახებ მათთვის ცნობილი არ იყო, ამიტომ ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მთელ მის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ნ-----ო გ-----–---–ი, მაგრამ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს. ნ-----ო გ-----–---–მა თავისი მეუღლის ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებით მიიღო სამკვიდრო ქონება და გახდა მისი მესაკუთრე. მისი გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა, როგორც მის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ასევე ს----ი გ-----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რომლებსაც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მ------ გ-----–---–ი და ითხოვს მესაკუთრედ ცნობას.

მოსარჩელის ბებია დაბადების და გარდაცვალების მოწმობების თანახმად არის ნ-----ო გ-----–---–ი (პ/ნ 1----------), მაგრამ ზ----------ის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობის თანახმად მისი სახელი ნ-----ოს ნაცვლად მითითებულია ნ----, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის კი ესაჭიროება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა საბუთის კუთვნილების შესახებ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მან გასწია ხარჯი სათანადო დოკუმენტების მისაღებად, გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატის იურიდიული მომსახურეობისათვის, ასევე სამკვიდროს შეფასებისათვის აუდიტის მომსახურეობისათვის გადაიხადა თანხა. სულ მის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა ჯამში 1650 ლარი, რაზედაც წარმოდგენილი აქვს გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და მოითხოვს მოპასუხეებმა აუნაზღაურონ გაწეული ხარჯი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2. მოპასუხეები ლ---- გ-----–---–ი, ნ----–- გ-----–---–ი შესაგებლით ნაწილობრივ ცნობენ სარჩელს, მოპასუხე რ----- გ-----–---–ს კი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ლ----, ნ----–- და რ----- გ-----–---–ებმა სარჩელი ნაწილობრივ ცვნეს. დაადასტურეს ფაქტი, რომ ზ----------ის არქივის მიერ 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობაში მათი დედის სახელი მითითებულია ნ----, ნაცვლად ნ-----ოსი და ეს ცნობა ეკუთვნის მათ დედას ნ-----ო გ-----–---–ს. ნ-----ო გ-----–---–ი ირიცხებოდა კომლში მათ მამასთან ს----ი გ-----–---–თან ერთად კომლის წევრად და ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ ირიცხება კომლის უფროსად.

განმარტავენ, რომ მ------ გ-----–---–ს ზრდიდნენ მათი მშობლები ნ-----ო და ს----ი გ-----–---–ები. მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან ნ-----ო გ-----–---–ის მიერ გაცემულ ანდერძს, ამაგრამ არ ცნობენ სარჩელს მ------ გ-----–---–ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების გამო მესაკუთრედ აღიარების შესახებ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მ------ გ-----–---–ი ნ-----ო გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივად არ დაუფლებია, ცხოვრობს თბილისში, პირიქით მოპასუხეები დაეუფლნენ დედის სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით, მოპასუხე რ----- გ-----–---–ი დღესაც იქ ცხოვრობს, შეგებებული სარჩელი არ დაუყენებიათ, არ ჩათვალეს საჭიროდ, რადგან მიაჩნიათ, რომ მოპოვებული აქვთ სავალდებულო წილის უფლება, რომელიც კანონით ეკუთვნით და ვერავინ წაართმევთ.

 

მოპასუხეთა განმარტებით მათთვის უცნობი იყო მათი მამის ს----ი გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძის არსებობის შესახებ და მამის სახელზე რიცხული უძრავი ქონება ეკუთვნის მათ, კანონისმიერ მემკვიდრეებს. მამის ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ 200- წლიდან კომლში დედასთან ერთად ცხოვრობდა ლ---- გ-----–---–ი, რომელმაც შემდეგ იქვე გვერდით აიშენა საკუთარი საცხოვრებელი სახლი. მამის გარდაცვალების შემდეგ წავიდა რუსეთში და დაბრუნდა 2017 წელში, დედის ნ-----ო გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის იმყოფებოდა რუსეთში.

მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება კი მათ არ ეკუთვნით. მათ არ ესაჭიროებოდათ მოსარჩელის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, ასევე საჭირო არ იყო სამკვიდრო ქონების შეფასება. დოკუმენტების შეგროვებისათვის თუ მოსარჩელემ ხარჯი გაიღო ეს მის ინტერესებში შედიოდა, არიან პენსიონრები, რაიმე შემოსავალი არ გააჩნიათ და შესაბამისად არ ცნობენ სარჩელს ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელის ბაბუა ს----ი გ-----–---–ი და ბებია ნ-----ო გ-----–---–ი იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ საკუთრებას წარმოადგენდა ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე კომლის ქონება. ს----ი გ-----–---–ი გარდაიცვალა 200- წლის 30 მარტს. ნ-----ო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 25 სექტემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

გარდაცვალების მოწმობები;

თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 28 დეკემბრის N 01/361549 მიმართვა გარდაცვალების აქტის ჩანაწერში მონაცემების შესწორების შესახებ;

მხარეთა განმარტება;

 

3.1.2. 1992-1996 და 1997-200- წლებში ზ----------ის რაიონის სოფელ ქ----ა ს-----ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს----ო ლუკას ძე გ-----–---–ი, რომლის კომლში ირიცხება მეუღლე ნ---- ვასილის ასული გ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

2017 წლის 27 დეკემბრის N AA2017045775-04 საარქივო ცნობა;

მხარეთა განმარტება.

 

3.1.3. 1992-1996 და 1997-200- წლებში ზ----------ის რაიონის სოფელ ქ----ა ს-----ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით ს----ო გ-----–---–ი გარდაცვლილია 200- წელში და ხაზი აქვს გადასმული. 2001-2009 წლებში საკომლო წიგნების მიხედვით კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ირიცხება ნ---- ვასილის ასული გ-----–---–ი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

2017 წლის 27 დეკემბრის N AA2017045775-04 საარქივო ცნობა;

მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. 1992-1996 და 1997-200- წლების ზ----------ის რაიონის სოფელ ქ----ა ს-----ის სასოფლო საბჭოს და საკრებულოს საკომლო წიგნების მიხედვით 1992-2006 წლებში, ასევე 2001-2009 წლებში კომლზე რიცხული ქონება შევსებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

2017 წლის 27 დეკემბრის N AA2017045775-04 საარქივო ცნობა;

მხარეთა განმარტება.

 

3.1.5. ზ----------ის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემულ N აა2017045775-04 საარქივო ცნობაში ს----ი გ-----–---–ის კომლის წევრად, და მისი გარდაცვალების შემდეგ კომლის უფროსად მითითებული ნ---- ვასილის ასული გ-----–---–ი არის იგივე ნ-----ო ვასილის ასული გ-----–---–ი, რომელიც მეუღლის ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა და ფლობდა სადავო სამკვიდრო ქონებას, როგორც საკუთარს, მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზ----------ის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემულ N აა2017045775-04 საარქივო

ცნობა;

- მხარეთა განმარტება.

 

3.1.6. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით 200- წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის ოჯახის თანასაკუთრებად რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავი ნივთები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 იანვრის N 48389 წერილი.

მხარეთა განმარტება.

 

3.1.7. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ნ-----ო გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე ს/კ 3-.0-.------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 იანვრის N 483-0 წერილი.

მხარეთა განმარტება.

 

3.1.8. ნ-----ო გ-----–---–მა 200- წლის 11 მარტს სანოტარო წესით შედგენილ ანდერძში გამოავლინა უკანასკნელი ნება და მის საკუთრებაში არსებული თავისი მთელი უძრავ - მოძრავი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში, უანდერძა მის შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს. სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე და ანდერძი გაუქმებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

ნ-----ო გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძი;

ს-----თველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის N 16/590 ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან.

მხარეთა განმარტება.

 

3.1.9. 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ-----ო გ-----–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან მისი შვილები ლ----, ნ----–- და რ----- გ-----–---–ები, ხოლო ანდერძისმიერი მემკვიდრეა მ------ გ-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

ნ-----ო გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძი;

მხარეთა განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 200- წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეუღლე ნ-----ო გ-----–---–ი, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, ვინაიდან იგი მეუღლესთან ს----ი გ-----–---–თან ერთად ცხოვრობდა და ფლობდა ამ ქონებას და მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელა ამ ქონების ფლობა. მაგრამ სამკვიდრო მოწმობის მისაღებად ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----ა ს-----ის ტერიტორიული ორგანოს 2009 წლის 10 თებერვლის N 43 ცნობა;

მხარეთა განმარტება.

 

3.2.2. მხარეთა შორის სამკვიდრო ქონებაზე დავის წარმოშობის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ ს----ი გ-----–---–ის მიერ 1998 წლის 14 აპრილს სანოტარო წესით შედგენილია ანდერძი, რომლის თანახმად ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე საცხოვრებელი სახლის მისი კუთვნილი ნაწილი უანდერძა მის შვილიშვილს მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. სანოტარო არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების თაობაზე და ანდერძი გაუქმებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

ს----ო გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძი;

ს-----თველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 თებერვლის N16/2388 დამოწმების ფურცელი;

ანდერძის გამოქვეყნების ოქმი 2018 წლის 27 ივლისი.

მხარეთა განმარტება.

 

3.2.3. ნ-----ო გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მისი სამკვიდრო ქონება შედგებოდა, როგორც მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (იხ. 3.1.2. ფაქტობრივი გარემოება), ასევე ფაქტობრივი ფლობით მიღებული 200- წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–--–-- სამკვიდრო ქონებისაგან (იხ. 3.1.6. ფაქტობრივი გარემოება).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 იანვრის N 48389 წერილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 იანვრის N 483-0 წერილი.

მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.4. 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ-----ო გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი, მაგრამ სამემკვიდრეო მოწმობის მისაღებად ექვსი თვის ვადაში არ მიუმართავს. მ------ გ-----–---–მა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით გამოავლინა რა მისი მიღების ნება, დღემდე ფლობს და სარგებლობს ამ სადავო ქონებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----ა ს-----ის ადმინისტრაციული ერთეულის 2017 წლის 25 აპრილის N52 ცნობა;

მოწმეების ოლეგ ივანოვის, ემზარ ელოშვილის ჩვენებები;

აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის ოქმი ფაქტების კონსტატაციის შესახებ

მოსარჩელის განმარტება.

 

3.2.5. 2017 წლის 24 აპრილს ლ---- გ-----–---–მა განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და უარი განაცხადა კანონისმიერი მემკვიდრეობის მიღებაზე იმ მოტივით, რომ მისმა დედამ მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება ანდერძით დაუტოვა შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

ლ---- გ-----–---–ის განცხადება;

ნ-----ო გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძი;

მხარეთა განმარტება.

 

3.2.6. მ------ გ-----–---–მა 2017 წლის 24 აპრილს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა ფაქტობრივად დაუფლებულ სამკვიდრო ქონებაზე ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ნოტარიუსის 2017 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით მას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ 2017 წლის 09 აგვისტოს მოპასუხეებმა ლ----, ნ----–- და რ----- გ-----–---–ებმა უკვე ერთობლივი განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს და მოითხოვეს გარდაცვლილი დედის ნ-----ო გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილი, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრეებმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

მ------ გ-----–---–ის განცხადება;

დადგენილება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ლ----, ნ----–- და რ----- გ-----–---–ების განცხადება;

მხარეთა განმარტება.

 

3.2.7. ნ-----ო გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში ს/კ 3-.0-.------, საბაზრო ღირებულება აუდიტორის მიერ შეფასებულია 7200 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

აუდიტორის დასკვნა;

მოსარჩელის განმარტება.

 

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 10--ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

მ------ გ-----–---–ის მიერ სადავო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება დასტურდება საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით:

 

ნ-----ო გ-----–---–ის რეგისტრაციის და საცხოვრებელ ადგილია გარდაცვალებამდე ზ----------ი, სოფელი ქ----ა ს-----ა. დადგენილია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია თბილისი. მამკვიდრებლის ნ-----ო გოგბერაშვილის გარდაცვალების შემდეგ იგი ჩამოდიოდა სოფელ ქ----ა ს-----აში, უვლიდა და პატრონობდა სახლს და მიწის ნაკვეთებს, დარგო თხილის ნარგავები, თბილისიდან ჩამოჰყავდა მეგობრები, ისვენებდნენ და სამკვიდრო ქონებას მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მაგრამ ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.

 

სასამართლო, ფაქტობრივი გარემოების დადგენისას აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლის არც ერთი ნორმა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურების რაიმე სპეციალურ სტანდარტს არ ადგენს, შესაბამისად, გამოყენებულ უნდა იქნას საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც დასაშვებ მტკიცებულებად, მიიჩნევს მოწმის ჩვენებას. ამავე კოდექსის 140-ე მუხლი, მოწმე არის ნებისმიერი პირი, რომელსაც შესაძლებელია, გააჩნდეს რაიმე ინფორმაცია სადავო გარემოების შესახებ.

 

მოსარჩელის განმარტებას, რომ იგი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას ადასტურებს მოწმეების ოლეგ ივანოვის და ემზარ ელოშვილის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ იცოდნენ მოსარჩელემ მემკვიდრეობით მიიღო ბებიისაგან უძრავი ქონება ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში. დროს ზუსტად ვერ აღიქვამენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ მიეხმარნენ მოსარჩელეს თხილის ნერგების ჩარგვაში, მოსარჩელემ შეაკეთა სახლი და ჩასვა ფანჯრები.

 

წერილობითი მტკიცებულებებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით, ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----ა ს-----ის ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის N52 ცნობით დასტურდება, რომ მ------ გ-----–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ-----ო გ-----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან დღემდე ფლობს და სარგებლობს ამ ქონებით.

 

ამდენად, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, მხარის ახსნა-განმარტებასთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად, დასაბუთებულს ხდის მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სამკვიდრო სახლს მიიჩნევდა თავის საკუთრებად, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაუფლა უძრავ-მოძრავ ნივთებს. მოპასუხეებს კი დასახელებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით მათ ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

ამდენად, უდავოდ მიჩნეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში მიღებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----ო გ-----–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა თავისი მეუღლის 200- წელში გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად ნ-----ო გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით 200- წლის 30 მარტს გარდაცვლილი ს----ი გ-----–---–ის ოჯახის თანასაკუთრებად უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრირებული ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავი ნივთები: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10-. ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავ ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და საცხოვრებელ სახლზე ს/კ 3-.0-.------.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების, მათი ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა 3.1.6 და 3.1.7 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებას და წარმოადგენს მის საკუთრებას. საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე, 13-0-ე, 1306-ე, 1344-ე, 1348-ე, 1371-ე, 1372-ე, 1421-ე, 1424-ე, მუხლები.

ს-----თველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 62-ე მუხლი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 37-ე, 44-ე, 53-ე, 54-ე, 102-10-, 105-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა ს-----თველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ცნეს სასარჩელო მოთხოვნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ნაწილში საბუთის კუთვნილების თაობაზე აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.2. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 13-0-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

 

დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელის ბაბუა ს----ი გ-----–---–ი გარდაიცვალა 200- წლის 30 მარტს და მის სამკვიდრო ქონებას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით წარმოადგენდა თანასაკუთრება რეგისტრირებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. თანასაკუთრება რეგისტრირებულია ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავი ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10-.

 

სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.

შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.

 

აღნიშნული ნორმის თანახმად თანასწორი წილის უფლებით კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები ნ----–- გ-----–---–ი, ლ---- გ-----–---–ი და რ----- გ-----–---–ი, მეუღლე ნ-----ო გ-----–---–ი, მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდნენ მეუღლე ნ-----ო გ-----–---–ი და შვილი ლ---- გ-----–---–ი ოჯახით, რომელიც მშობლების საცხოვრებელი სახლის გვერდით აწარმოებდა თავისი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.

 

6.3. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მეუღლე ნ-----ო გ-----–---–ი ფაქტიურად დაეუფლა ს----ი გ-----–---–ის წილ უძრავ ქონებას და გააგრძელა ცხოვრება სამკვიდრო ქონებაში მდებარე ზ----------ის რაიონის სოფელ ქ----ა ს-----აში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ს----ი გ-----–---–ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მეუღლე ნ-----ო გ-----–---–ი რაც იმას ნიშნავს, რომ მან მიიღო სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ ვადაში ს----ი გ-----–---–ის მემკვიდრეებს სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.

 

6.4. დადგენილია, რომ ს----ი გ-----–---–მა 1998 წლის 14 აპრილს შეადგინა ანდერძი, რმლითაც მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ნაწილი მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში უანდერძა მის შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს

 

აღნიშნული ანდერძის არსებობა ს----ი გ-----–---–ის კანონისმიერი მემკვიდრეებისათვის ცნობილი არ იყო და ს----ი გ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ სამკვიდრო ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მისი მეუღლე ნ-----ო გ-----–---–ი, რომელიც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე ს----ი გ-----–---–თან ერთად და გააგრძელა ცხოვრება მისი გარდაცვალების შემდეგ მის დანაშთ ქონებაზე. ს----ი გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძის არსებობის შესახებ მხარეთათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2017 წლის 27 ივლისს, როდესაც მოხდა ნოტარიუსის მიერ მისი გამოქვეყნება. ანდერძისმიერ მემკვიდრეს ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონება ანდერძის საფუძველზე არ მიუღია სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში და იგი ფაქტობრივი ფლობით მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მეუღლემ ნ-----ო გ-----–---–მა.

 

ვინაიდან ნ-----ო გ-----–---–მა, პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, ფაქტობრივი ფლობით მიიღო ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონება, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე მუხლების თანახმად ითვლება, რომ მან კანონით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო და ნ-----ო გ-----–---–ის გარდაცვალების მომენტისათვის მის სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა, როგორც მის პირად საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში ს/კ 3-.0-.------, ასევე ს----ი გ-----–---–ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10-.

 

6.5. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

იმავე კოდექსის 1344-ე მუხლის თანახმად, ფიზიკურ პირს შეუძლია სიკვდილის შემთხვევისათვის თავისი ქონება ან მისი ნაწილი ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშე პირებსაც.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის და დადგენილია, რომ ნ-----ო გ-----–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 25 სექტემბერს. ნ-----ო გ-----–---–ს დარჩა სამი კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები ლ---- გ-----–---–ი, ნ----–- გ-----–---–ი და რ----- გ-----–---–ი.

 

ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად ნ-----ო გ-----–---–ის გარდაცვალების დღეს გაიხსნა სამკვიდრო მის დანაშთ ქონებაზე, რომელიც მოიცავს, მამკვიდრებლის ნ-----ო გ-----–---–ის როგორც ქონებრივ უფლებებს (სამკვიდრო აქტივს), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----ო გ-----–---–ის გარდაცვალების დღეს გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც მოიცავდა გარდაცვლილი მეუღლის ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონებას, კერძოდ თანასაკუთრებას ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავი ნივთებზე: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10- და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეგისტრირებული საკუთრების უფლებით ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მდებარე უძრავ ნივთებს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს ს/კ 3-.0-.------.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად მხარეთა შორის სადავო არ არის და უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 200- წლის 11 მარტს ნ-----ო გ-----–---–მა შეადგინა ანდერძი სანოტარო წესით და მთელი თავისი ქონება მდებარე ზ----------ის რაიონის, სოფელ ქ----ა ს-----აში უანდერძა შვილიშვილს მოსარჩელე მ------ რ-----ს ძე გ-----–---–ს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ანდერძით მემკვიდრეობა.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 1348-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოანდერძეს შეუძლია ანდერძით განსაზღვროს ანდერძით დანიშნულ მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან, ან მიუთითოს, თუ რომელ მემკვიდრეზე კონკრეტულად რომელი ქონება გადავა. თუ ანდერძში ასეთი მითითება არ არის, მაშინ სამკვიდრო თანაბრად ნაწილდება მემკვიდრეებს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილმა ნ-----ო გ-----–---–მა დატოვა ანდერძი, რომლის თანახმად, მამკვიდრებელმა საკუთრებაში არსებული თავისი ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მდებარე ზ----------ში, სოფელ ქ----ა ს-----აში მთლიანად უანდერძა მის შვილიშვილს მ------ გ-----–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ-----ო გ-----–---–ის მთელი დანაშთი ქონება უნდა გადაცემოდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს მ------ გ-----–---–ს, რომელიც ფაქტობრივად დაეუფლა ამ ქონებას.

 

6.7. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლები ადგენს სამკვიდროს მიღების წესს და ვადას. სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. ქონების ფაქტობრივად ფლობას ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, მამკვიდრებლის ფასიანი ქაღალდების და სხვ. შენახვა. სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს.

 

მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია დასაბუთებულად, რომ მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი ექვს თვიან ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ბებიის ნ-----ო გ-----–---–ის დანაშთ ქონებას. აღნიშნული გარემოება დადასტურდა როგორც მოსარჩელე მხარის განმარტებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. კერძოდ: ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----ა ს-----ის ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 25 აპრილის N52 ცნობით, მოწმეების ოლეგ ივანოვის, ემზარ ელოშვილის ჩვენებებით, ნაწილობრივ მოპასუხე რ----- გ-----–---–ის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით - აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით, საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეთა მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

6.8. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესი. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა, კერძოდ, მემკვიდრეობის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი და მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდროს. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ მოპასუხეებს ჰქონდათ მიცემული შესაძლებლობა წარნოედგინათ მტკიცებულებები მაგრამ მათ სარჩელში მითითებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენიათ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ მის მიერ წარმოდგენილია მოწმეთა ნოტარიალურად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არ დაუფლებია ფაქტობრივად ნ-----ო გ-----–---–ის მიერ მისთვის ნაანდერძევ ქონებას და ფაქტობრივად მოპასუხეები დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას.

 

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად მხარეს შეუძლია დაამტკიცოს გარემოებანი მოწმეთა ჩვენებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

6.9. ს-----თველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N 71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 62-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს პირის განცხადებები. ნოტარიუსი განცხადების დამოწმებისას ადასტურებს, რომ განცხადება და/ან ხელმოწერა მასზე უშუალოდ განმცხადებელს ეკუთვნის. ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს ფაქტების დადასტურების მიზნით წერილობით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს, რაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა, ვინაიდან აღნიშნული პირები პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულან და განცხადებაში მითითებული ფაქტები მოწმის სტატუსით მათ არ დაუდასტურებიათ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-153-ე მუხლებით კი დადგენილია მოწმის გამოძახების და მისთვის ჩვენების ჩამორთმევის წესი, რომელთა დაცვით მოწმისაგან მიღებული ჩვენება ჩაითვლება მხარის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ვინაიდან მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 140-153-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხეების და მათი წარმომადგენლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სამკვიდროს არ დაუფლებია. მოპასუხე მხარეს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

 

6.10. ს-----თველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).

 

ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან და უნდა აკმაყოფილებდეს სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილ პირობებს.

 

მოპასუხეთა მიერ სადავო არ გამხდარა ს----ი გ-----–---–ის და ნ-----ო გ-----–---–ის მიერ შედგენილი ანდერძის კანონიერება. მხოლოდ შესაგებლით შეედავენ მოსარჩელეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობაში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა ვერ უზრუნველყვეს. მოპასუხეთა მიერ არაა აღძრული სარჩელი სავალდებულო წილის მიკუთვნების შესახებ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოპასუხეების ლ---- გ-----–---–ის, ნ----–- გ-----–---–ის და რ----- გ-----–---–ის მიმართ სავალდებულო წილის განსაზღვრის საკითხზე.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად კი მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

ს-----თველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ------ გ-----–---–ი, როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა ნ-----ო გ-----–---–ის ანდერძით მისთვის გადაცემულ სამკვიდრო ქონებას, იგი ასევე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ნ-----ო გ-----–---–ის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებულ ს----ი გ-----–---–ის თანასაკუთრებაში რიცხულ სამკვიდრო ქონებას. მიღებული სამკვიდრო კი ითვლება მოსარჩელის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.12. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს.

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში ამომწურავადაა ჩამოთვლილი საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. აღნიშნული ნორმის შესაბამისად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები.

მოსარჩელე მ------ გ-----–---–ი სარჩელით მოითხოვს გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას მოპასუხეებისაგან, კერძოდ როგორც მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ასევე სხვა სასამართლოში სხვა დავაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ადვოკატის და აუდიტორის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის, სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვებისათვის და საფოსტო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას ჯამში 1650 ლარის ოდენობით.

 

6.13. სასამართლო განმარტავს, რომ ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლები განსაზღვრავს მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლებს. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები კი ადგენს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას ხარჯების განაწილების წესს, გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი თუ მხარეებმა მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების განაწილების წესი, სასამართლო ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

 

ამდენად ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების, მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრების შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც მოსარჩელის განმარტებით ასევე მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოცემულ საქმეზე გაწეულია ხარჯი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 216 ლარის, ადვოკატის მომსახურეობის, აუდიტორის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის სახით, რაზედაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები. ადვოკატის მომსახურეობისათვის გადახდილია 650 ლარი და აუდიტორის მომსახურეობის ხარჯი შეადგენს 120 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული ეს ხარჯი უნდა აუნაზღაუროს მოპასუხე მხარემ.

 

6.14. ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.

 

საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.

 

საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, თუკი მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

 

6.15. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს 2017 წელში მის მიერ საქმის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟები, მტკიცებულებათა მოპოვებისათვი და საფოსტო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს მოცემულ დავასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟი 216 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება მოპასუხეთა მხრიდან ანაზღაურებას დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად. ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის სხვა სასამართლო დავასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება და დაბრუნება მას უნდა მოეთხოვა იმავე საქმის განხილვის დროს რისთვისაც იქნა მის მიერ გადახდილი აღნიშნული სახელმწიფო ბაჟები.

 

მოსარჩელე მხარეს და მის წარმომადგენლებს კი ეს უფლება საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გამოუყენებია. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა სხვა სამოქალაქო საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.

 

ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მტკიცებულებათა მოპოვებისათვის და საფოსტო მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ, გაწეული ხარჯის შესახებ ასლის სახით წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ აღნიშნული ხარჯი გაწეულია მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით და არა სხვა საქმეზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 216 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, კერძოდ 179.28 ლარი, ხოლო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 36.72 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარ-----ლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სასამართლომ იხელმძღვანელა ს-----თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. მ------ გ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. დადგენილ იქნეს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მასზედ, რომ ზ----------ის არქივის 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული საარქივო ცნობა N აა2017045775-04 ნ---- გ-----–---–ის სახელზე ეკუთვნის 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილ ნ-----ო გ-----–---–ს პ/ნ 1----------;

 

3. მ------ გ-----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს ფაქტობრივად დაუფლებული 2013 წლის 25 სექტემბერს გარდაცვლილი ნ-----ო გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) სამკვიდრო ქონების მდებარე ქ. ზ----------ში, სოფელი ქ----ა ს-----ა, ს/კ 3-.0-.------ მესაკუთრედ;

4. მ------ გ-----–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს ფაქტობრივად დაუფლებული ნ-----ო გ-----–---–ის (პ/ნ 1----------) სამკვიდრო ქონებაში შემავალი ს----ი გ-----–---–ის სამკვიდრო ქონების მდებარე ქ. ზ----------ი, სოფელი ქ----ა ს-----ა, ს/კ 3-.0-.0-.2--, ს/კ 3-.0-.0-.219, ს/კ 3-.0-.0-.113, ს/კ 3-.0-.0-.10- მესაკუთრედ.

 

5. მოპასუხეებს ლ---- გ-----–---–ს (პ/ნ 1----------), ნ----–- გ-----–---–ს (პ/ნ 0----------), რ----- გ-----–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე მ------ გ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის ჯამში 770 (შვიდას სამოცდაათი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 650 ლარია ადვოკატის მომსახურეობის ხარჯი და 120 ლარია აუდიტორის მომსახურეობის ხარჯი;

 

6. მოპასუხეებს ლ---- გ-----–---–ს (პ/ნ 1----------), ნ----–- გ-----–---–ს (პ/ნ 0----------), რ----- გ-----–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე მ------ გ-----–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 179.28 ლარის ანაზღაურება;

 

7. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 36.72 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარ-----ლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ----------ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე