„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №2172
2016 წლის 1 თებერვალი
ქ.თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7):
ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) დავების განმხილველი ორგანოების (მათ შორის სასამართლოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების და ამ გადაწყვეტილებების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle“-ში ასახვის მონიტორინგი;“;
ბ) მე-5 მუხლის:
ბ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) გადაწყვეტილებების მონიტორინგის განყოფილება.“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. გადაწყვეტილებების მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:
ა) შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების და გასაჩივრების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle”-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;
ბ) შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების, სასამართლოში გასაჩივრებისა და კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში „Oracle”-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა;
დ) დეპარტამენტის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
ე) დეპარტამენტის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზირება;
ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.
2. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს ხელმოწერიდან მე-7 დღეს.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი