1. რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (რეკლამის დამკვეთებს, მწარმოებლებსა და გამავრცელებლებს) ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები.

21. სამაუწყებლო რეკლამის მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

3. პირებს, რომელთა უფლებები და ინტერესები დარღვეულია არასათანადო რეკლამის შედეგად, უფლება აქვთ დადგენილი წესით, სარჩელით მიმართონ სასამართლოს ჯანმრთელობისა და ქონებისათვის, სახელის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის თაობაზე და მოითხოვონ არასათანადო რეკლამის საჯაროდ უარყოფა.

4. პასუხისმგებლობის დაკისრება რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს არ ათავისუფლებს რეკლამის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთისაგან და კონტრრეკლამის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების შესრულებისაგან.

5. რეკლამის დამკვეთს, მწარმოებელსა და გამავრცელებელს უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს მიმართონ განცხადებით მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული განცხადების სასამართლოში შეტანა არ აჩერებს მუნიციპალიტეტის ორგანოს გადაწყვეტილების შესრულებას, თუ სასამართლომ არ გამოიტანა გადაწყვეტილება მისი შეჩერების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1551 - სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.189

საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3245 - სსმI, №22, 16.06.2006წ., მუხ.182

საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1969 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6873-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულება