ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2016
ძალაში შესვლა 15.02.2016
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 838 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2016 მიღება
15.02.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 90% 30.11.2022 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.01.2023 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში სტაჟირების გავლის წესისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 30.12.2014 ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.03.2022 საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 15.05.2023

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 2016 წლის 15 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  სტაჟირების  გავლის წესი“ დანართი №1 შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 15 თებერვლიდან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი    დანართი 1      ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  სტაჟირების  გავლის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  გამგეობაში (შემდგომში – გამგეობა)  სტაჟირების  გავლის პირობებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – გამგეობაში „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამით (შემდგომში – პროგრამა) და  ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას გამგეობაში; გ) ბიურო – სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ხდება სტაჟიორად მიღების მსურველ პირთა განცხადებების მიღება; ვ) კანდიდატი – პირი, რომელსაც პროგრამის შესაბამისად ბიუროში შეაქვს განცხადება ან ამ წესით  გამგეობაში  შეაქვს განაცხადი  სტაჟირების გავლის შესახებ. მუხლი 2🔗. სტაჟირების  მიზანი სტაჟირების  მიზანია: ა) მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, ასევე სასწავლო პროცესში სტუდენტთა მიერ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება; ბ) გამგეობისათვის  კვალიფიკაციური კადრების მომზადება; გ) სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლება. მუხლი 3🔗. სტაჟირების  გავლის  საერთო  წესი 1. გამგეობაში  სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან გამგეობაში განაცხადის შეტანის საფუძველზე. 2. პროგრამის ფარგლებში – გამგეობაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი – მარტში. 3. გამგეობა  შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 2 თვით ადრე ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ. 4. ბიუროს მიერ კანდიდატების განაწილების შემდეგ, სტაჟირების დაწყებამდე 10 დღით ადრე, სტაჟირების კანდიდატი ვალდებულია, გამოცხადდეს გამგეობაში და გაიაროს რეგისტრაცია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში (შემდგომში - განყოფილება). კანდიდატის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განყოფილება  ინფორმაციას აწვდის ბიუროს. 5. რეგისტრაციის გავლის შემდეგ განყოფილების  უფროსი ახორციელებს სტაჟიორების გადანაწილებას სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი პროფილის მიხედვით. 6. გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ისა. 7. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 8. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. 9. ბიუროს გარდა, გამგეობაში  სტაჟიორთა მიღება ხდება მსურველთა მიერ  გამგეობაში განაცხადით მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. 10. კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  გამგებელი. მუხლი 4🔗. სტაჟიორი 1. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ,,საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და  პირობების შესახებ’’ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N410 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 2. განაცხადის საფუძველზე გამგეობაში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა  იყოს უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს  კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; 3. სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა  გამგეობაში  უნდა  წარმოადგინოს: ა)განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ)დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; დ) CV; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). მუხლი 5🔗. სტაჟიორის  უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს  უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები; ე) სტაჟირების მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი  ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს გამგეობის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას გამგეობის  შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლოების პრინციპი. მუხლი 6🔗. გამგეობის  სტრუქტურული  ერთეულების  ხელმძღვანელი  პირების ვალდებულება სტაჟიორის მიმართ 1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის   უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის  საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს  მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ) სტაჟიორის  ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის  მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. მუხლი 7🔗. სტაჟირების   შეწყვეტა 1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს  გამგებელი სტრუქტურული ერთეულის  უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8🔗. სტაჟირების დასრულება 1. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, გამგებელი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა)სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების  შედეგების  უარყოფითი  შეფასების  შესახებ. 2. სტაჟიორის დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით   გავლის  დამადასტურებელი  ცნობა.