1. კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს:
ა) დოკუმენტის კონტროლზე აყვანას;
ბ) შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას;
გ) შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და რეგულირებას;
დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას;
ე) ხელმძღანელობისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
2. შესრულების კონტროლის ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
3. კონტროლს ახორციელებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, აგრეთვე პასუხისმგებელი შემსრულებლებ