1. საკრებულოს თავმჯდომარეს  განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი  გადასცემს აპარატის  სპეციალისტებს შემსრულებლებს.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.

3. დოკუმენტები, რომლებიც სრულდება საკრებულოს რამდენიმე კომისიის ან საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.

4. კორესპონდენციები გადაეცემა საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელიც კორესპონდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში გააცნობს საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს კორესპოდენციაზე გაცემული დავალებების შესახე