1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დოკუმენტები დგება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი (მიეთითება შემსრულებელი).
3. დოკუმენტის პროექტის ვიზირების შემდეგ სავალდებულოა თანხმობის მიღება, რომელიც ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს აპარატის სპეციალისტის მიერ სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში (მიეთითება შეთანხმებულია);
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ (მიეთითება შეთანხმებულია).
4. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მზადდება დოკუმენტი.
5. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვი