1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ სპეციალისტს, რომლის მოვალეობაშიც შედის:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის (ადრესატისთვის);
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ) სხვა მოვალეობები, რაც გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულები